ვიზუალური ხელოვნება კულტურა

Magnum-ის ფოტოები თურქეთში გამართული აქციიდან

2013 წლის 28 მაისს, სტამბულში, ტაკსიმის მოედანზე მდებარე გეზის პარკი გარემოს დამცველთა პატარა ჯგუფმა დაიკავა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა და აქტივისტების კარვებს ცეცხლი წაუკიდა.

პროტესტი აპრილის თვეში დაიწყო, რომელიც პარკის დანგრევის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პარკის ადგილზე კი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მომდევნო დღეებში პროტესტანტების რაოდენობა იზრდებოდა. მოვლენები ტაკსიმის მოედანზე ვითარდებოდა და პოლიციის სადამსჯელო ღონისძიებები გრძელდებოდა.

მომდევნო კვირების განმავლობაში პოლიცია განუწყვეტლივ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს.

გარემოს დასაცავად გამართული აქცია, საბოლოოდ, ხელისუფლების უკანონო ძალადობასა და ეროვნულ ანტისამთავრობო ამბოხებაში გადაიზარდა.

მაგნუმის ფოტოგრაგი ემინ ოზმენი გეზის პარკში იმყოფებოდა, რათა აღებეჭდა მიმდინარე პროცესები. მის ფოტოებში კარგად ჩანს ძალადობის საწყისი ფაზები, რომელიც შემდგომ ქვეყნის მასშტაბურ დაუკმაყოფილებლობაში გადაიზარდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ემინის ნამუშევრებს, სადაც აღბეჭდილია იმედი, დაბნეულობა, ერთიანობა და ძალადობა.

კომენტარები

კომენტარი