არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის შესახებ 2016 წლის აპრილში დაწყებული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი” ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა.

2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით თბილისის მერმა დაამტკიცა ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება, რომლითაც გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით  თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის 68 ნომერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

კომენტარები

კომენტარი