არტ მენეჯმენტი ბლოგი კულტურა

სტალინის ორი სახე საქართველოს მუზეუმებში

სტალინის ბაღი გორში აერთიანებს ხეებითა და ბუჩქებით გარშემორტყმულ მინდორს, რომელზეც პატარა საფეხმავლო ხიდები ალყაში აქცევენ აუზს. ჩრდილოეთ კიდეში შთამბეჭდავი 12 ფუტი სიმაღლის იოსებ სტალინის ძეგლი დგას: მაღალ ბათინკებში, შარვლით და სამხედრო ზედატანით კისრამდე შეკრული. რამდენიმე ასეული ფუტის მოშორებით არის ტყე, სადაც მძიმედ აღჭურვილი სარკინიგზო ვაგონი დგას, რომლითაც სტალინი იალტასა და პოსტდამში დადიოდა კონფერენციებზე, სადაც მან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ორდენი დააარსა ისეთ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: ჰარი ტრუმენი და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. ძეგლის უკან სტალინის ბავშვობის სახლი დგას. მე სტალინის სახლ–მუზეუმში ვიმყოფები, რომელსაც ქალაქის სასახელო შვილს უწოდებენ. მასობრივი მკვლელი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, დაახლოებით, 140 წლის წინ, სწორედ აქ დაიბადა.

სტალინის ძეგლი-ის სურათის შედეგი

ბევრი გორელი დღემდე პატივს სცემს სტალინს. მისი მუზეუმი აქ საკრალური ხასიათისაა. სტალინი არის ადამიანი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი თანამედროვე ისტორიის ყველაზე სისხლიან რეჟიმთან ვაკავშირებთ. კაბინეტის ფერში გაწყობილი ხალიჩები, კედლები, უდიდესი ფოტოები, დოკუმენტები სტალინისადმი პატივისცემას (თუ ეს სიტყვა შეიძლება ითქვას) ასხივებს. ეს ადგილი ნამდვილად ქმნის ალტერნატიულ რეალობას. დაახლოებით, 80 000 ქართველი იყო მოკლული და 400 000 გადასახლებული სტალინის კანონების ქვეშ, მუზეუმი მხოლოდ 12 მათგანზე ამახვილებს ყურადღებას.

რატომ ჰქმნის გორის მოსახლეობა სტალინის ასეთ დადებით ხატს?

სტალინი გორის მუზეუმი-ის სურათის შედეგი

„იმიტომ, რომ ის იყო ქართველი“ – ამბობს ჩემი გიდი, ნათია, როდესაც კიბეებზე ავდივართ, სადაც ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდის. „მან აქ ქარხანები ააშენა“ – აგრძელებს ის. „თუ ადამიანებს სამსახური არ ჰქონდათ, ისინი დაიჭერდნენ მათ და დაასაქმებდნენ“.

ეს მხოლოდ ნათიას შეხედულება არ გეგონოთ, Camegie Europe-ს გამოკითხვის თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობის 45 პროცენტი გამოხატავდა დადებით დამოკიდებულებას სტალინის მიმართ. აქ აღსანიშნავია ასაკობრივ ჯგუფებს შორის განსხვავება, ამ თვალსაზრისით, პენსიონერები უფრო მეტად აქებენ სტალინს მაშინ, როცა ახალგაზრდა თაობის უმრავლესობას ნეგატიური ან ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს მათთან.

თუმცა საქართველოს ასეთი დამოკიდებულება (აზრთა სხვადასხვაობა) დიდად როდი განსხვავდება სხვა მსგავსი ქვეყნების აზრისგან. მთელ მსოფლიოში საზოგადოება იყოფა სოციალურ ფენებად, კლასებად და ეთნიკურ წარმომავლობებად, თავიანთი აღქმის მიხედვით, კერძოდ, თუ რომელი ლიდერი ან მოვლენა იყო კარგი და რომელი ცუდი. ის, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უპირატესობებს ველით ჩვენ ან ელოდნენ ჩვენი წინაპრები კონკრეტული რეჟიმისგან ან მისი ლიდერისგან. როგორც კი კონფედერაციული მონუმენტები დაამხეს აშშ-ში, საბჭოთა ქანდაკებები აიღეს უკრაინაში. კამათმა შეიძინა ახალი მნიშვნელობა ნაციონალიზმის ხელახლა გაღვიძების ეპოქაში, რომელშიც ხალხი ძველ ნაციონალურ მითებს უპირისპირდება.

stalini's museum of gori-ის სურათის შედეგი

ერთი საათის სავალზე სტალინის მუზეუმიდან ეს სურათი მთლიანად იცვლება. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც თბილისში მდებარეობს, რადიკალურად განსხვავებულ სურათს გვთავაზობს და ადამიანებს საკუთარი ქვეყნის წარსულის ბნელ მხარეებსაც უჩვენებს. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ნაციონალური ლიდერი ამწვავებს რასობრივ, ეთნიკურ და საგვარეულო შუღლს, მუზეუმი ერთობის სიმბოლოდ რჩება.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მკაფიოდ ანტიკომუნისტურია და ის მნახველს სთავაზობს სტალინის დანაშაულებების ილუსტრაციას, თუმცა მის სახელს ასე ხშირად როდი ახსენებს. პირველად ხედავ კედელს, რომელზეც არის ჩამონათვალი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს შეეწირნენ და, აგრეთვე, მასობრივი მკვლელობის ამსახველი ფოტო – მიწაზე გართხმული მკვდარი სხეულები. გარდა ამისა, ფოტო გადასახლებული, დევნილი ქართული არისტოკრატიისა. ამავდროულად, საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის ვიდეოა ეკრანიზებული კედელზე, რომელიც ლოზუნგს „არა რუსეთს“ იმეორებს. გამოფენა გვახსენებს, რომ საქართველო სამი წელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი 1921 წლის ბოლშევიკურ ანექსიამდე, რომელმაც, საბოლოოდ, 70 წლიან საბჭოთა რეჟიმში ჩაითრია ქვეყანა.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი-ის სურათის შედეგი

მუზეუმი სავსეა ისეთი ორიგინალი დოკუმენტებით, როგორებიცაა: საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ძველი კონსტიტუციები, ქართველი ელიტისა და დამფუძნებელი მამების დღიურები. აქ არიან ნაციონალ-ლიბერალური მოძრაობის წევრები, რომლებიც დახვრიტეს და გადაასახლეს „ტროიკამ“ და „კაგებემ“.აგრეთვე, ფოტოებში გვხვდებიან გადასახლებული და დახვრეტილი არისტოკრატები. ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილას გვხვდება მუქი შრიფტით დაწერილი წარწერა: „1942 წლიდან 1952-მდე 5000 ადამიანი იყო დახვრეტილი საქართველოში, 190 000 კი გადასახლებული“.

სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ჩაბნელებული ოთახი ჩამწკრივებული ფოტოებით, წერილებითა და არტეფაქტებით განასახიერებენ ტრავმას, რომელიც ქართველებმა გადაიტანეს.

„ბევრი ადამიანი სიმართლეს თვალს უსწორებს, თუმცა უფრო მეტია ისეთი, ვინც მიდრეკილია დაიჯეროს პირველივე შემხვედრის მონაყოლი“ – წერდა თუკიდიდე „პელოპონესის ომის ისტორიაში“. ისტორიკოსებისა და მოქალაქეების ერთობლივი მოვალეობაა, რომ დაიცვან აწმყო ტრაგიკული წარსულის განმეორებისგან. ადამიანებსა და ერებს მხოლოდ და მხოლოდ წარსული შეცდომების გაანალიზებით და მათთან დაპირისპირებით შეუძლიათ მათი მომავალში განმეორება აიცილონ თავიდან. ამდენად, მნიშვნელოვანია, წარსულის შესახებ ხალხმა სიმართლე იცოდეს.

თუ ადამიანების მიდრეკილებაა, რომ ისტორიის თავიანთი ვერსია არჩიონ რეალობას, მაშინ როგორ განვითარდება ქვეყანა?

„ფაქტი, რომ საზოგადოებას აქვს პრობლემები, გამოცდილება და გამოწვევები, რომელთა მემკვიდრეობასთან გამკლავებაც უწევთ, ახალი და გასაოცარი არ არის“ – ამბობს ტარიკ კირილ ამარი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, რომელიც უკრაინის საბჭოთა წარსულს იკვლევს. „მთავარი კითხვაა – როგორ შეხვდება ამ გამოწვევებს საზოგადოება? არ შეიძლება მხოლოდ დროს მივანდოთ ყველაფრის მოგვარება. დროში კონკრეტული რაღაცები უნდა მოხდეს, ხალხმა უნდა იმოქმედოს და ინიციატივები გამოიჩინოს. მხოლოდ დრო არაფერს მოაგვარებს“.

დაკავშირებული სურათი

სტალინის სიკვდილიდან სამოცდახუთი წლის შემდეგაც კი, გორის სტალინის მუზეუმს ეს სირთულეები სააშკარაოზე გამოაქვს.

სტალინის მუზეუმში უამრავი ფოტოდან მხოლოდ ერთი გვაჩვენებს მის რეალურ სახეს – ნაიარევები, რომელიც მან ბავშვობაში მიიღო, მაგრამ ეს ფოტო ადგილობრივი მედიიდან არ შემონახულა.

მედია, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იყო საბჭოთა კავშირში. პოსტსაბჭოთა პერიოდიდან საქართველო ნელ-ნელა მივიდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისგან გათავისუფლების იდეამდე. არც ისე დიდი ხნის წინ, 90-იანებში მოსკოვი ჯერ კიდევ აკონტროლებდა იმას, რასაც საქართველოს სკოლებში მოსწავლეები სწავლობდნენ. სტალინი, რომელსაც მაშინ სკოლაში სწავლობდნენ, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს მასზე კითხულობენ ქართველები.

„ახალ თაობას არ მოსწონს სტალინი“ – ამბობს ჩემი გიდი ნათია, თუმცა ამატებს იმასაც, რომ გორში ნებისმიერი ასაკის ადამიანი უფრო კეთილად იცნობს მას, ვიდრე დანარჩენი საქართველო. „დღეს უნივერსიტეტებში საბჭოთა კავშირის მხოლოდ ნეგატიურ მხარეს ასწავლიან“.

ოკუპაციის მუზეუმი-ის სურათის შედეგი

კითხვა, თუ როგორ მიდის საზოგადოება თავისი ისტორიის დიამეტრალურად საპირისპირო ხედვებამდე, არ ეხება მხოლოდ საქართველოს – მეუბნება ამარი და ამატებს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როგორ მართავდა საბჭოთა კავშირი საქართველოს.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა, სწავლობსთავის კოლექტიურ მეხსიერებას მწარე სიმართლესთან შემგუებელი გზით. ზოგიერთი კი ამაყობს კიდეც თავისი ოკუპირებული წარსულით. ნაცვლად იმისა, რომ ქუჩებს კომუნისტური სახელები დატოვონ, პოლონელები და უკრაინელები არქმევენ ახალ, თანამედროვე სახელებს, რომლებიც, ძირითადად, ნაციონალისტ გმირებს მიემართებიან. ლიტვა კი აღმართავს ახალ მონუმენტებს საბჭოთა დროინდელ ნაგებობებთან ერთად.

„ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, როდესაც საზოგადოება გამოდის ასეთი სიტუაციიდან“ – ამბობს ამარი და გულისხმობს ცვლილებების რთულ პერიოდებს. „ცდილობს, რომ გაერკვას რაღაცებში. თუმცა, აქ ყოველთვის ძალიან დიდი ცდუნებაა იმისა, რომ წარმოვიდგინოთ ეს საზოგადოება მსხვერპლად. დიდი ცდუნებაა ვიფიქროთ, რომ ყველა უბედურება, რაც ამ საზოგადოებას შეემთხვა, გარეფაქტორებით იყო განპირობებული“.

<br>

ბიჭისგან, რომელიც აქ, გორში დაიბადა, მტკიცე უარია ნათქვამი გორის მუზეუმში იმაზე, რომ ბოროტება შეიძლება შიგნიდან მოდიოდეს. ტურის ბოლო ლოკაცია გახლავთ ორი ოთახი, რომელიც სტალინისადმი აბსოლუტურად დადებითად განაწყობს მნახველს.

პირველში ძველი, მოწითალო შეფერილობის კედლის სიგრძე სურათებია საბჭოთა ტრიუმფალური მებრძოლებისა, ისევე, როგორც, რაღა თქმა უნდა, სტალინის ცხოვრებისეული ეტაპების ამსახველი ფოტოები. შემდეგ მრგვალი ოთახის, რომლის იატაკიც მთლიანად კაბერნული ხალიჩითაა დაფარული, ცენტრში ორმოდან ამოსულ სვეტზე სტალინის „გარდაცვალების ნიღაბი“ ასვენია. ეს ტერიტორია მთლიანად ვიწროდ განფენილი სვეტებითაა შემოფარგლული.

დიდი ხანი დავყავით შიგნით ოთახში, მაგრამ ნათიამ უცებ მალევე ჩამომარბენინა კიბეზე, სადაც ჩასვლისას ჩემგან თითქოს სტალინისადმი პატივისცემას მოელოდა.

ბოლო ოთახში ინახება ერთ-ერთი ანონიმი პოლიციის ოფიცრის წერილის ასლი, რომელზეც ნათია ამბობს, რომ ეს არის მუზეუმის მინიმალური მცდელობა დააბალანსონ შეხედულებები სტალინზე. პატარა ციხის საკანი სამუშაო მაგიდითა და დოკუმენტები, რომლებიც მკვლელობის ბრძანებებს ინახავს. აგრეთვე, ანაქრონისტული ფოტოები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა გაგრძნობინებს, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ გვიანდელი „დადგმაა“.

სტალინის მუზეუმი-ის სურათის შედეგი

საბოლოოდ, ჩემი გიდი ამბობს, რომ ისტორიის დღემდე შემორჩენილი განსხვავებული ხედვა მომხმარებლის მოთხოვნამდე დადის: „თუ უფრო მეტად საბჭოთა კავშირის ნეგატიური მხარე გაინტერესებს, შეგიძლია თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვიო“ – მითხრა ტურის დასასრულს.

სტატია ექსკლუზიურად ითარგმნა Pacific Standard გამოცემის დახურული პორტალიდან.

თარგმანი ლაშა შათირიშვილი

რედაქტორი ლექსო ლობჟანიძ

კომენტარები

კომენტარი