ლიტერატურა

რას ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “დიოგენე” წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს მეოცედ, ექსპო ჯორჯიაში გამართავს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანაა გერმანია. პირველად, ფესტივალის ისტორიაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვევა თბილისს და პავილიონში საკუთარი სტენდით წარსდგება.

ფესტივალი ფრაფნკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებს და სამ თანამედროვე ავტორს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წიგნებზე დიდი ფასდაკლება ვრცელდება. იქ გამომცემლობები წარმოადგენენ თავიანთ წიგნებს, რომელთა შორისაც იქნება გამომცემლობა “დიოგენე”

იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ წიგნის ამორჩევის პროცესი, “არტნიუსი” დაუკავშირდა გამომცემლობა “დიოგენეს”, რომელმაც მკითხველს წინამდებარე 5 ცხელ–ცხელი წიგნი ურჩია:

ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომები“.

No automatic alt text available.

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებსაზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილიადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიურიბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს.
მთარგმნელი – მაია ბადრიძე

ფრიდრიხ დიურენმატის “მინოტავრი, დავალება”

შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990), უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს, რომლებიც გერმანულიდან მაია ბადრიძემ თარგმნა. ამის შესახებ გამომცემლობა “დიოგენე” იუწყება.

დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.

„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.

ჯონათან საფრან ფოერის “უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს”

Image may contain: 1 person, standing and text

უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს. ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. რომანი დავით ახალაძემ თარგმნა.

„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.

ზვიად რატიანის “ნეგატივი. 2009–1996”

Image may contain: text

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზვიად რატიანის „ნეგატივი. 2009-1996“ თანამედროვე ქართულ პოეზიაში საეტაპო წიგნია. მალე (გამოსვლიდან თითქმის ათი წლის თავზე) „დიოგენე“ კრებულის ახალ გამოცემას შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი