კულტურა

დამფუძნებელი კრების წევრი ქალები, რომლებსაც დამოუკიდებლობის აქტისთვის ხელი არ მოუწერიათ

1918 წლის 26 მაისს ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

“დამოუკიდებლობის აქტს, მამაკაც დეპუტატებთან ერთად, ხელი მოაწერეს დეპუტატმა ქალებმაც” – აცხადებდა მოვლენების თანამედროვე ქართული პრესა.

1918 წლის არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად სულ ოცამდე ქალი დარეგისტრირდა. დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსი 130-მა დეპუტატმა მოიპოვა, მათ შორის იყო 5 ქალი: ელისაბედ ბოლქვაძე, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ანა სოლოღაშვილი. თუმცა მინადორა ტოროშელიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დამოუკიდებლობის აქტისტვის ხელი არ მოუწერიათ.

Image result for მინადორა ორჯონიკიძე

მინადორა ორჯონიკიძე 1879 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაშიაზნაურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოსქალთა გიმნაზია. ამ დროიდან მარქსისტული წრეების მუშაობაში ერთვება. 1901 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ქალაქის სოციალისტურ წრეებში და “ისკრის” დამხმარე ჯგუფში აქტიურად მუშაობდა. ჟენევაში მალაქია ტოროშელიძესთან იქორწინა. 1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მინადორა წითელ ჯვარში და „არა-ში“ (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) მუშაობდა. პარალელურად ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახებს ეხმარებოდა. 1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. მას შემდეგ, რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თბილისში დაბრუნდა.

1936 წელს მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე დააპატიმრეს. მან ბრალდებები უარყო და თავი დამნაშავედ არ ცნო. მინადორა ორჯონიკიძის თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა რეპრესიებს, თვითონ მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა და ის სჭირდებოდათ.

ამის შემდეგ იგი კიდევ ერთხელ გადაასა, ამჯერად ყაზახეთში, სადაც მან 5 წელი დაჰყო. 1937 წელს ისევ დააკავეს და 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სამშობლოში კიდევ 5 წელი ვერ დაბრუნდა, რადგან უფლება არ მისცეს. საბოლოოდ, იგი თბილისში1950 წელს ჩამოვიდა.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967  წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.

Image result for ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე 1899 წლიდან სწავლობდა ქუთაისის  წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში. 1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის – მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. ამ წრის წევრებმა რამდენიმეჯერ გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა. 1905 წლიდან იყო “რსდმპ”-ს წევრი. 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს, 1905 წლის ნოემბერში სომეხ-თათართა შეტაკების განმუხტვისას მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში.

1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაშიროგორც სოციალ- დემოკრატიული პარტიის წევრი. პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა.  საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. პირველად დააპატიმრეს 1921 წლის აგვისტოში, ოზურგეთში. 1922 წლის. 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლის თავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. ამის გამო დააპატიმრეს.

1922 წლის 23 მარტს მიესაჯა ექვსი თვით დაპატიმრება, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩაუთვლელად, მოათავსეს მეტეხის ციხეში.

ამის შემდეგ დიდი ხანი პედაგოგიური სამუშაოთი იყო დაკავებული.

1958-1964 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1964 წლამდე მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო. 1964 წლიდან გახდა რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალეს 13 ნოემბერს, ვაკის სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი