ვიზუალური ხელოვნება

25 მაისიდან ხარების დედათა მონასტრის მხატვრული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი ხარების დედათა მონასტრის (რუის-ურბნისის ეპარქია) მხატვრული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციის კვირეული თბილისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით წარიმართება.
საგამოფენო სივრცე თვითნასწავლი მხატვრის იღუმენია ბარბარეს (გეგიძე) ფერწერულ ნამუშევრებს დაეთმობა.

გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში ხვალ 19 საათზე გაიხსნება. მისამართი – ფიროსმანის ქ. 29

#კულტურულიმემკვიდრეობა

კომენტარები

კომენტარი