შემოქმედებითი ინდუსტრიები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში “IMEX 2018” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ტურიზმის სფეროში მოღვაწე 12 ქართული კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი, აქედან 11 – საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრია.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს და კერძო კომაპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ 520-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა გამართეს. IMEX 2018-ის 100-მდე დამსწრე კომპანიის თანამშრომლისათვის საქართველოს შესახებ 10 პრეზენტაცია მოეწყო.

IMEX 2018-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 5000-ზე მეტი ტურიზმის ინდუსტრიის წარმოადგენელი დაესწრო. გამოფენას ჯამში 9 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი