ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ერეკლე დეისაძემ ახალი კლიპი “მე ვცეკვავ” ჩაწერა, სადაც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს

მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ ახალი კლიპი გამოუშვა, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კერძოდ, იგი სიმღერაში შეეხო თავისუფლებისთვის ცეკვას, ნარკოპოლიტიკას და გენდერულ იდენტობებს: “მომეცი უფლება, თავისუფლება, ქალის უფლება, ჭამის უფლება, სექსის უფლება.”

იგი, აგრეთვე, ეხება სოციალურ სიდუხჭირესა და თითქმის ყველაფერს, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო ქართულ საზოგადოებაში: “ვინ ესაუბრება ღარიბებს, ვის ესმის მათი ლოცვა?”

ერეკლე იმ ხალხს, რომელიც 13 მაისს კონტრაქციას უჭერდა მხარს, ყურადღებას სხვა საზოგადო პრობლემებზეც ამახვილებინებს. მუსიკოსი მათ “ხოცვად” მოიხსენიებს: “ისინი გვეძახიან ბარიგებს, მათი სახელია ხოცვა.”

სიმღერის მუსიკა თავად ერეკლე დეისაძესა და დავით გოგოლაძეს ეკუთვნით.

სტუდია – “Sweet Home Records”

მუსიკალური პროდიუსერი – დავით გოგოლაძე

ოპერატორი – ლექსო იაკობიშვილი

მონტაჟი კი Vinda Folio–სა და საბა შენგელიას ეკუთვნით.

 

 

კომენტარები

კომენტარი