საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

კაფე ზინგერში “მეიდან ჯაზ ფესტივალი” ჩატარდება

1-3 ივნისს კაფე ზინგერში “მეიდან ჯაზ ფესტივალი” ჩატარდება, რომელიც უკვე მეორედ იმართება. პროექტი “მეიდან ჯგუფის”, “ფროფერთი მენეჯმენტისა” და “კაფე ზინგერის” ერთობლივი პროდუქტია და იგი ჯაზ კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

“მეიდან ჯაზ ფესტივალი პირველად ერთი წლის წინ გაიმართა. იდეა „მეიდან ჯგუფისგან“ და „ფროფერთი მენეჯმენტისგან“ წამოვიდა. როდესაც ამის შესახებ ჯაზ კაფე ზინგერს უამბეს, კაფის მეპატრონეებმა მაშინვე აიტაცეს იდეა და დაიწყეს ორგანიზება. შეიქმნა კონცეფცია და მომზადდა ლაინაფი. ფესტივალზე უკრავენ ქართველი ჯაზშემსრულებლები, როგორც უფროსი, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. წელს მეორეჯერ იმართება ფესტივალი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.” – განაცხადეს ორგანიზატორებმა “არტნიუსთან” საუბრისას.

Meidan Jazz Fest 2018 at Singer

1 ივნისი / June 1
19:00ჯაგას კვარტეტი / Jaga Quartet
20:30 ეს-ბენდი / S Band
22:00 ხატია & გიგი & დანიკო / Khatia & Gigi & Daniko
23:30 რეზო კიკნაძის კვინტეტი / Reso Kiknadze Quintet w/o Reso

2 ივნისი / June 2
19:00 ვერიუს ბენდ / Various Band
20:30 ზურა რამიშვილის ტრიო / Zura Ramishvili Trio
22:00 აუდიტორიუმ ა & გუჯა მარდინი / Auditorium A feat. Guja Mardini
23:30 კემოს კვარტეტი / Kemo Quartet

3 ივნისი / June 3
19:00 დინი ვირსალაძის ტრიო / Dini Virsaladze Trio
20:30 ეი-მეიზ / A-maze
22:00 პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე / Paata Andriadze, Levan Deisadze, Zaza Tsertsvadze
23:30 ლაშა აბაშმაძის კვარტეტი / Lasha Abashmadze Quartet

კომენტარები

კომენტარი