შემოქმედებითი ინდუსტრიები

„თეატრალური იმერეთი 2017“ – ფესტივალის საზეიმო დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2017“ საზეიმო დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება. ღონისძიება 14 ივნისს, 18.00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მოეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ჟურნალის „თეატრალური იმერეთი“ ახალი ნომრის პრეზენტაცია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული თეატრი გამართავს სპექტაკლს „იავნანამ რა ჰქმნა“. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

სპეციალური ჟიური, 10–მდე ნომინაციაში გამოავლენს საუკეთესო დადგმებს, დასებს, რეჟისორებს, მსახიობებებს და სცენოგრაფებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი