არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

არა ცენზურას! – ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსი და საპროტესტო ლოზუნგის ქვეშ გაერთიანებული პოეტები

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ბოლო დღეს ქათული წარმოშობის შვედმა პოეტმა, ზურაბ რთველიაშვილმა გამართა პერფორმანსი, რომლითაც გააპროტესტა ახალი კანონპროექტი, რომელსაც “ცენზურის” სახელითაც მოიხსენიებენ. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს უფლება ექნება შეზღუდოს შემოქმედებითი პროდუქტის გავრცელება თუ ის ვინმეს უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს ლახავს.

პოეტის პროტესტს სხვა ქართველი პოეტებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც, ასევე, უპირისპირდებიან კანონპროექტს და მიიჩნევენ, რომ მისი მოქმედებაში შესვლა სახელმწიფოს მხრიდან იქნება სიტყვის თავისუფლების შელახვა. “არა ცენზურას!” – მოითხოვენ პოეტები.

შეგახსენებთ, ზურაბ რთველიაშვილი არის ქართული წარმოშობის შვედი ანარქისტი პოეტი. დაიბადა 1967 წელს. ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი ლექსები 90 წლების დასაწყისიდან გამოჩნდა. მუშაობს პეფორმანს-არტში, საუნდ-პოეზიასა და აქციონიზმში. ამჯერად მჭიდროდ თანამშრომლობს თეატრ “Giljotin”-თან სტოკჰოლმში, სადაც ეკატერინე სისფონტესთან და ტანა მანევასთან ერთად დადგმული აქვს პერფორმანსი “პასპორტი” (2015). არის 4 პოეტური კრებულის ავტორი, აქედან “პოეზიის დიქტატურა” დაიბეჭდა ქართული, შვედური, ინგლისური და გერმანული რედაქციით. მისი ლექსები ნათარგმნია ბევრ ენაზე და შესულია სხვადასხვა პოეტურ ანთოლოგიეაში. ხშირად იღებს მონაწილეობას პოეტურ და არტ-ფესტივალებში. 2011 წლიდან აქტიურად იღებენ მხატვრულ ფილმებში. გერმანულმა ფილმმა “ბურჟუაზიული ქოფაკის თვითკრიტიკა”, სადაც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, ჯილდო დაიმსახურა 2018 წლის ბერლინალეზე.

ვიდეო – ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსი თბილისის რიგით მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

კომენტარები

კომენტარი