არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

თინათინ ასათიანის კომენტარი Oxygen Tbilisi No-Fair თან დაკავშირებით შექმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე

მოგეხსენებათ, 17-20 მაისს “Stamba Hotel-ის” სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, პირველსა და მეოთხე სართულებზე მიმდინარეობს გამოფენა, სახელწოდებით Oxygen Tbilisi No-Fair. ამ სახელწოდებამ სახელოვნებოდა (და არა მხოლოდ) სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

გამოფენა არაკომერციული ორგანიზაცია Propaganda.Network-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს შეიქმნა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის.

ამ თემასთან დაკავშირებით “პროპაგანდას” დამფუძნებელი თინათინ ასათიანი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

“ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამეკეთბინა კომენტარი იმ აჟიოტაჟზე, რაც გამოიწვია გამოფენა OXYGEN_No Fair-ის სახელწოდებამ.
პროპაგანდას გახსნიდან წელიწადზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში, სხვადასხვა პროექტის საშუალებით, მაქსიმალურად შევეცადეთ თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. ჩვენ მიერ განხრიცელებული პროექტების ფორმატი განსხვავებულია: გვაქვს კვლევითი პროექტები, ხელოვანთათვის სახელოსნოს ღია კონკურსის პროექტი და სხვ.
როდესაც გავიგეთ, რომ თბილისში ტარდება ხელოვნების ბაზრობა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ მოცემულობის გამოყენება, ისე, რომ ამით ყველას მიეღო სარგებელი: ჩვენც, Taf-საც და, პირველ რიგში, მონაწილე არტისტებს. გადავწყვიტეთ, გაგვევითარებინა არაკომერციული საგამოფენო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, არტისტებს ნამუშევრების განვითარებასა და წარმოჩენაში დავეხმარებოდით და არა მაინც და მაინც გაყიდვაში. ასე გაჩნდა Oxygen_No Fair. აქ, ხელოვანები საკუთარი სურვილისამებრ მუშაობდნენ, ძირითადად, კონტექსტ-სპეციფიკური ექსპოზიციის აწყობაზე.
Oxygen იმ ბიზნესმენის ხელშეწყობით განხორციელდა, რომელიც ერთადერთია, ვინც სისტემურად უჭერს მხარს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. ეს კი ხდება იმ პირობებში, როდესაც, პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი კერძო/სახელმწიფო ინიციატივა, რომელიც მიმართულია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების და კულტურის განვითარებისკენ… ასე გავრცელდა Oxygen-ის პავილიონები სტამბას შენობის პირველ და მეოთხე სართულებზე და მის შემოგარენში. მასში მონაწილეობენ აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილების მქონე ხელოვანები.
მგონი, განვმარტე, რა მნიშვნელობით გვაქვს No Fair გამოყენებული?!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, Taf-ის დაანონსების დროს, ჩვენ ვფიქრობდით უნდა მიგვეღო თუ არა მონაწილეობა. ეს არ გვიქნია. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, რამდენადაც თავი ავარიდეთ, შესაძლოა მსუბუქ, მაგრამ, მაინც, რუსეთთან კოლაბორაციულ პრაქტიკას (რომლის შესახებაც, Taf-ის ორგანიზატორების ნაწილმაც კი, გვიან გაიგო).
მეც და ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლებიც, ჩემი მეგობრებიც, ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი სფერო და ინიციატივა, რომელშიც რუსეთის ხელი ურევია, საფრთხის შემცველია და აფერხებს ნებისმიერი სახის განვითარებას.
17-20 მაისს გელით სტამბის შენობაში გამოფენაზე – Oxygen” – თინათინ ასათიანი

კომენტარები

კომენტარი