შემოქმედებითი ინდუსტრიები

სამურაის ჯავშანი კატებისთვის და ძაღლებისთვის

სამურაის ჯავშანი კატებისთვის და ძაღლებისთვის – ის, რაც მსოფლიოს ძალიან სჭირდებოდა – ასე აფასებენ  იაპონური კომპანიის ახალ ქმნილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. უნიკალური და ინოვაციური იდეა კომპანია „სამურაის ხანამ“ განახორციელა.

“სამურაის ხანა“ მომხმარებელს  სთავაზობს როგორც  სტანდარტულ, ინდივიდუალური გემოვნებით   შექმნილ აბჯრებს. კომპანიამ შესაძლოა  შინაური ცხოველების მოდური კომპლექტებიც გაყიდოს, მაგალითად წითელი ჯავშანი ძაღლებისთვის.

პროდუქციის  ფასები განსხვავებული იქნება და დამოკიდებული იქნება ზომებზე. სავარაუდო ღირებულება იმერყევებს 125 დოლარიდან 146 დოლარამდე.

გამოგონების ავტორების გაფრთხილება: კატის ჯავშნის შეძენის შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ჯავშანი თქვენთვის, რათა დაიცვათ საკუთარი თავი დაკაწვრისგან.

კომენტარები

კომენტარი