ლიტერატურა

რას ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “ინტელექტი” თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს წელს მეოცედ, ექსპო ჯორჯიაში გამართავს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანაა გერმანია. პირველად, ფესტივალის ისტორიაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვევა თბილისს და პავილიონში საკუთარი სტენდით წარსდგება.

ფესტივალი ფრაფნკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებს და სამ თანამედროვე ავტორს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წიგნებზე დიდი ფასდაკლება ვრცელდება. იქ გამომცემლობები წარმოადგენენ თავიანთ წიგნებს, რომელთა შორისაც იქნება გამომცემლობა “ინტელექტი”

იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ წიგნის ამორჩევის პროცესი, “არტნიუსი” დაუკავშირდა გამომცემლობა “ინტელექტს”, რომელმაც მკითხველს წინამდებარე 5 ცხელ–ცხელი წიგნი ურჩია:

ნაირა გელაშვილი – „დედის ოთახი“ , „ჩვენი გრძელი ამბავი“ , „სარკის ნატეხები“

„დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესირომანია.

ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია.   საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება.

რომანის მთავარი გმირი – დედა – ქარგვის უბადლო ოსტატი  და იდუმალი პიროვნებაა.

დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება  ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; სიცოცხლის ერთიანი დესაკრალიზაცია;შესაბამისად,  მონატრება ჰარმონიისა გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველთან თუ მცენარესთან;

„დედის ოთახი“ ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც  მკითხველში აღძრავს  ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; და-ძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები…ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა  იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ,   თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.

ნაირა გელაშვილის „ჩვენი გრძელი ამბავი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია.

ქიზიყის შემაღლებულ ადგილას სოფელი ნუკრიანი მდებარეობს. ეს ნაირა გელაშვილის მშობლიური სოფელია, რომლის სივრცეშიც იშლება მწერლის საგვარეულო „საგა“.

ვირტუოზული ოსტატობით გამოკვეთილი პერსონაჟები, ერთდროულად იუმორითა და თანაგრძნობით გადმოცემული მათი ბედისწერის მთავარი შტრიხები, ძირითად ეპიკურ ნაკადში  ჩართული ისტორიული, ლიტერატურული თუ მითოლოგიური ამბები მკითხველის თვალწინ აცოცხლებენ არა მხოლოდ ერთი საგვარეულოს წევრების, არამედ მთელი ქვეყნის  ბედ-იღბალსაც;  აცოცხლებენ ქართულ მეოცე საუკუნეს და იმ უფრო შორეულ წარსულსაც, საიდანაც ეს საუკუნე ამოიზარდა.

„სარკის ნატეხები“ ავტობიოგრაფიული, მოზაიკის პრინციპით აგებული რომანია, რომელიც უამრავი „ნატეხისაგან“ ანუ   მოგონებისაგან, გაგონილისაგან, სიზმრისა თუ წარმოსახული სურათისგან შედგება.

„სარკე“ ეს ადამიანის  მეხსიერება, გნებავთ, საერთოდ, ცნობიერებაა, ცხოვრებას მეტ-ნაკლები სიზუსტით რომ ირეკლავს. და რადგან ადამიანს წარსული  მხოლოდ ფრაგმენტების სახით ახსოვს და არა როგორც მთლიანობა, ეს ნიშნავს, რომ სარკე დამსხვრეულია. რომანი წარმოადგენს მწერლის მცდელობას, ჩაღრმავდეს როგორც საკუთარი ბავშვობის, ასევე,  მეხსიერების გაუცნობიერებელ სიღრმეშიც.

თითოეული „ნატეხი“ უფრო მეტად იგავია, ვიდრე რეალისტურად ასახული ცხოვრების ეპიზოდი. ამ საგანგებოდ შერჩეული იგავების ერთობლიობით იხატება ერთი ადამიანის  ცხოვრება როგორც პიროვნული მითოსი, სადაც ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან: გამოუთქმელი სევდითა და მარტოობით აღსავსე  ადრეული ბავშვობა, როგორც ცხოვრება საიდუმლოში; სოფელი, როგორც სიახლოვე პირველად საგნებთან: ყანასთან, მდინარესთან, ცხოველებთან თუ ყვავილებთან; ქალაქი და ახალგაზრდობა,  როგორც საიდუმლოსა და ბუნებისაგან  მოწყვეტა… ეს ყველაფერი  შეუმჩნევლად გადაიქცევა მწერლის შემოქმედებად, რომელსაც ასევე გამსჭვალავს სევდა: ამჯერად იმის გამო, რომ შემოქმედებაც უძლურია გადმოსცეს ადამიანის  სულიერი სამყარო.

პირველაღქმული სამყაროს სინედლიდან ცხოვრებისეული გამოცდილების სიმკვრივემდე გავლილი გზა და ამ გზის მეტაფიზიკა – ეს ყოველივე წიგნის სიუჟეტურ ქარგას კრავს და მკითხველს  უნაშთოდ ითრევს.

მხატვრულ-დოკუმენტური თხრობის ოსტატობით, ბასრი ნაღველით და მოულოდნელი იუმორით იქმნება ახალი სინამდვილე, სადაც ბევრი ამოიცნობს წარსულის მტვერწაყრილ ამბებს და ადამიანებს; ეს დრამატული აქტი კი – ანარეკლის დაშლა, დამსხვრევა, მწერალსაც და მკითხველსაც ახალი გამთელების (დიდი მთლიანობის) შეცნობისკენ უბიძგებს.

ანდრეი პლატონოვი – „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“   

„პლატონოვის გენიალური ქმნილებები: „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.

„ჩევენგური“, რომელსაც პირველ რედაქციაში „გაზაფხულის მშენებლები“ ერქვა, პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. პლატონოვი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა. რომანის ნაწყვეტები: „ოსტატის წარმოშობა“  და „მებადურის შთამომავალი“ ჟურნალმა „კრასნაია ნოვმა“ გამოქვეყნა. ერთი ფრაგმენტი დაბეჭდა „ლიტერატურულმა გაზეთმა“ პლატონოვის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, როდესაც პარიზში ფრანგული თარგმანი გამოიცა. სამოცდაათიან წლებში გამოცემულმა იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა.

„ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიააცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უფრო საშინელი წიგნია, რომელიც ოდესმე დაწერილა რუსულ ენაზე.

„ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად“ ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ექსილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია“. ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს.“ – ლევან ბერძენიშვილი.

რატი ამაღლობელი „ანგელარიუმი“

„ანგელარიუმში“ შემავალილექსებისუმრავლესობა 10 წლისგანმავლობაში, 2006-2016 წლებშიიწერებოდა. შესაბამისად, წიგნისტილურადარაერთგვაროვანია. თუმცა, არისრამდენიმეზოგადიპრინციპი, რაცკრებულშითავმოყრილლექსებსაერთიანებს.

პირველი: ესაასურვილი, მცდელობა, თხზვისას, წერისას – ინდივიდუალური, პირადიხედვისკუთხისიმგვარადგაფართოებისადაგახსნისა, რომისანგელოსებრივამდეამაღლდეს, ისე, რომინდივიდუალურიკიარდაიკარგოს, არამედტრანსფორმირდეს, გაეხსნას, გაეშალოსანგელოსებრივს.

მეორე: მათიდანახვა – არაჩვენი, არამედმათივეპერსპექტივიდან, შესაბამისად, „ანგელარიუმში“შესულიყოველიტექსტიერთგვარიმცდელობაა, ხშირადძალისხმევაც – ენისლანდშაფტებშიისეთიადგილებისადამაღლობებისმოსაძიებლად, რომლიდანაცანგელოსებიგვზვერავენჩვენდაარაჩვენ – მათ.

მესამე: ანგელოსებისსამყაროსთანარამშრალი, თეოლოგიურიცოდნითმიახლება, არამისისქემატურიმოხელთებასქოლასტური „იარაღებით“ დაამსქემათაპოეტურილუსტრაციებადმოტანა, არამედხსენებულისამყაროსპოეზიითაღქმა. პოეზიააქ, შემეცნებისგანსხვავებულფორმასგულისხმობს, ანუ, პოეზია, გაიგებაროგორცანგელოსთასინამდვილისუშუალოგანცდებში, აღქმებშივარჯიში.

რაცუფროღრმადვიხედებითწარსულისაკენ, პოეზიისადამითოსისკვეთაზე, თვითგამოხატვისვნებისაგანსრულიადგანძარცულიპოეზია, თითქოსგამჭვირვალეფარდაგია, ქსოვილია, რომელიცღვთაებათაარამხოლოდიდეებისადაცნებებისასპექტებს, არამედთავადმათიყოფიერებისხასიათსდამიზნებსამხელს. „ანგელარიუმიც“ ამგვარი „მხილების“ , გამხელისსურვილითიწერებოდა.  – რატი ამაღლობელი.

ვლადიმირ სოროკინი – „ქარბუქი“

სოროკინი არაერთი რომანისა თუ პიესის ავტორია, მიღებული აქვს უმნიშვნელოვანესი ნაციონალური თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემიები. მისი წიგნები, რომლებიც ამჟამად ათეულობით ენაზეა თარგმნილი, იკრძალებოდა საბჭოთა პერიოდში და რუსეთში პირველად მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა. 2002 წელს ვლადიმირ სოროკინი ხელმეორედ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე.წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს.

მწერლის ვიზიტთან დაკავშირებით გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს მის ბოლო წიგნს „ქარბუქი” (მთარგმნელი სერგო წურწუმია), რომლის წარდგენაც 30 მაისს, 19:00-ზე საქართველოს მწერალთა სახლში შედგება (მოდერატორები: პაატა შამუგია და გვანცა ჯობავა). 31 მაისს, 14:30-ზე კი რუსი მწერალი თავის მკითხველს ახალ რომანს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე წარუდგენს. ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დავით წერედიანი  “თემა და ვარიაცები”

დავით წერედიანის „თემა და ვარიაციები“ წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურული პრობლემის სიღრმისეული გააზრებით.

ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპებისმ სხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი