შემოქმედებითი ინდუსტრიები

მიუნხენის თეატრში “ჯინსების თაობა” დაიდგა

დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობის” მიხედვით გერმანიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა თამო გვენეტაძემ სპექტაკლი დადგა.

პრემიერა სახელწოდებით “ცა თბილისის თავზე” მიუნხენში, აინშტაინის კულტურის თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლში გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად,  მიუნხენის თეატრში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პრემიერაზე მიწვეული იყო  რომანის ავტორიც.

დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა” ქართულ ენაზე დაბეჭდვის შემდეგ მსოფლიოს 14 ენაზეა ნათარგმნი. “ჯინსების თაობა” პირველად თბილისში, 1999 წელს თავისუფალ თეატრში, დათო დოიაშვილის რეჟისორობით დაიდგა და სპექტაკლი დღემდე თეატრის პროგრამაშია.

კომენტარები

კომენტარი