კულტურა

არა – ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზმს!

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მშვიდობიანი აქცია, რომელიც დღეს დილით ორგანიზატორებმა გააუქმეს, გარკვეული მიზეზების გამო, მაინც ჩატარდება.

ამჯერად, უსაფრთხო პროტესტისთვის, გარკვეულწილად, საკმარისი ზომებია გაწეული. ლეონიძის მხრიდან, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს შესასვლელში მობილიზებულია პოლიცია, კონსტრუქციებით ჩახერგოლია გასასვლელი.

“დღეს, 17 მაისს, LGBT თემის წევრები და სხვები, ვინც მხარს უჭერთ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვიკრიბებით საკუთარი უფლებების დასაცავად.

ნუ შეეგუები ჩაგვრას, დადექი დღეს ჩვენთან ერთად!

აქციაზე მოსვლის მსურველებმა გაითვალისწინეთ:

1. აქციას დაიცავს პოლიცია, შესვლა იქნება შეზღუდული და გაკონტროლებული პოლიციის მიერ, ჩვეულებრივი ფეისკონტროლის პრინციპით. შესასვლელები: მეტროს კიბეები, ინგოროყვა, სულხან-საბა, ჩიტაძე.

2. აქციაზე წამსვლელთათვის არსებობს ყვითელი ავტობუსებიც. ვისაც გაქვთ სურვილი ავტობუსით მიხვიდეთ აქციაზე დაეკონტაქტეთ თორნიკე დავითულიანს 557 588917

3. 577990005 – იურისტი, თამარი (საჭიროების შემთხვევაში, ჯერ 112-ში რეკავთ (თუ იქვე არ არიან პოლიციელები) და შემდეგ თამართან)

4. 1481 – სახალხო დამცველი იქნება მობილიზებული ადგილზეც.”

 

კომენტარები

კომენტარი