ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა დღეს გაიხსნება

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) 2018 წლის 17–20 მაისს გაიმართება.

მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე ინოვაციური სივრცე , სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები და კურატორები მიიღებენ მონაწილეობას.

TAF-ის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე გამოფენა, პერფორმანსი და სხვა კულტურული თუ შემეცნებითი
ღონისძიება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან გალერეები და ხელოვნების ინსტიტუტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენის გეოგრაფიული ფოკუსი, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, რაც დამთვალიერებელს ახალი, განსხვავებული თანამედროვე ხელოვნების აღმოჩენის საშუალებას მისცემს.

TAF-ის პროგრამა:

▪ გალერეები
17-20 მაისი
მე-11 პავილიონი

ეს სექცია უმასპინძლებს გამოფენის 30-მდე მონაწილეს, ცნობილ და დამწყებ გალერეებს საქართველოდან, კავკასიის რეგიონიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან: Kornfeld (გერმანია), პროექტი Art Beat (საქართველო), NK (ბელგია), ERTI (საქართველო), 11.12 (რუსეთი), Kultur Dialog (სომხეთი), Regina (რუსეთი),Window Project (საქართველო), Valid Foto (ესპანეთი), Totibadze (რუსეთი), Rooster (ლიტვა), Yarat (აზერბაიჯანი), Dawid Radziszewski, Raster, Czulosc (პოლონეთი), Mojdeh (ირანი), Baia (საქართველო), Chardin (საქართველო), Nivet-Carzon, Bernard Jordan (საფრანგეთი), Vernissage (საქართველო), TBC Gallery (საქართველო), Stephan Stoyanov (ბულგარეთი), Nectar (საქართველო), Art Rooms (თურქეთი) და სხვა.

▪ THE HIVE
17-20 მაისი
მე-5 პავილიონი

THE HIVE-ის სახელოსნოს ტიპის სპეციფიკური ფორმატი საშუალებას მისცემს 40-მდე დამოუკიდებლად წარმოდგენილ საერთაშორისო ხელოვანსა და ჯგუფს გამოფინოს თავისი ნამუშევრები.
მონაწილეები: ნინო ჩუბინიშვილი, ლევან აბრამიშვილი, ჯეფ ბლუმისი (აშშ), შირინ შაჰრაუდი (ირანი), მამუკა ცეცხლაძე, სალომე დუმბაძე, ქიუ მეფარიშვილი, სანდრო სულაბერიძე, დიმიტრი ბოგაჩუკი (უკრაინა), ქრისტინა სტარზერი (ავსტრია), ქსილა სზაბო (უნგრეთი), დელფინ ვიბო (საფრანგეთი), ვლადიმირ მიშუკოვი (რუსეთი), ალექს კისლინგი (ავსტრია), მაკა ბათიაშვილი, ნინო ზირაქაშვილი, მაშა დემიანოვა (რუსეთი), კამილია კუსპანოვა (ყაზახეთი), ქრისტინა აბდეევა (რუსეთი), ეკატერინა ბაჟენოვა-იამაზაკი (რუსეთი), ვახო ბუღაძე, მაია ბარათაშვილი და სხვები.

▪ TAF გამოფენები
❖ თბილისის ფოტო ფესტივალი
მე-6 პავილიონი
აქ და იქ – რეალობაში და მის მიღმა,
ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში;

❖ გამქრალია თორმეტი ქალი
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum, 18 მაისი, 18:00
მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia, 19 მაისი, 20:00

❖ შეჩერებული/დაუსრულებელი ომი
მე-9 პავილიონი

▪ კედელს იქით: OFF THE WALL
დელფინ ვიბო – ინსტალაცია
ბერტრანდ გადენი – ინსტალაცია
კესტუტის სვირნელის – ინსტალაცია

▪ TAF ვორქშოპი
▪ TAF ფორუმი
▪ TAF დისკუსიები
▪ TAF-ის პერფორმანსები

 

კომენტარები

კომენტარი