კულტურა

საპატრიარქო მოუწოდებს 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს

მოგეხსენებათ, საპატრიარქომ 17 მაისთან, ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა დააანონსა.

მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყება და ქაშვეთის ტაძრის გავლით სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დალოცავს სრულად ერს.

შეგახსენებთ, 17 მაისი მსოფლიოსთვის ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართველი ხალხის დღის წესრიგში ამ თარიღის მოახლოებას დაძაბულობა შემოაქვს.

ამჯერად, რაკიღა საპატრიარქო იაზრებს მოსალოდნელ საფრთხეებს, ის მოუწოდებს მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს – თუ რომელიმე მათგან აგრესიული განწყობა აქვს უმჯობესია, რომ არ ჩაერთოს იგი აქციაში.

“ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი” – ანდრია ჯაღმაიძე (ავრცელებს ინტერპრესნიუსი)

17 მაისს ბევრ ქვეყანაში იგეგმება და ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებიან ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, იგმობა ძალადობა.

დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში. ერთ-ერთი იყო საქართველო, სადაც, არც თუ ისე, მშვიდობიანად ჩაიარა აქციამ.

კომენტარები

კომენტარი