კულტურა

Nytimes–მა სტატიაში საქართველო საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკის სახელით მოიხსენია

Nytimes.com-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: “მოძრაობა ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის მასობრივი სახეს იღებს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკაში”.

სტატიის პირველივე აბზაცი ოფიციალური მოსოვის განცხადებაა, რომელიც წინა დღეებში თბილისში გამართულ აქციებს ეხება.

შემდეგ აბზაცებში ზედმიწევნით არის განხილული წინა დღეები. ობიექტურად და ნათლად წერია, თუ რას აპროტესტებდა თეთრი ხმაური, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე და რა სურდათ დაპირისპირებულ მხარეებს.

ალბათ, ბევრისთვის უსიამოვნო ფაქტია ის, რომ სტატიაში საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენიებული ტერმინით “საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უცხოელ მკითხველს დეტალურად შეუძლია ობიექტური ინფორმაციის მიღება თბილისში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს სპეციალური დანიშნულების რაზმები თბილისის კლუბებში შეიჭრნენ, რამაც საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია.

მომხდარზე მთელი მსოფლიო საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი