არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

5 კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი წიგნი, რომელსაც საბჭოთა ცენზურა კრძალავდა

ბორის პასტერნაკი – “ექიმი ჟივაგო”

ბოლშევიკური ტირანიის პირობებში ბორის პასტერნაკის ექიმი ჟივაგოს გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში. „საბჭოეთის ქვეყნის“ ლიტერატურული კრიტიკა რომანს ცეცხლითა და მახვილით შეხვდა, დანარჩენი მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კი ის საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ მოვლენად აღიარა, რისთვისაც მის ავტორს 1958 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

 

მთავარი გმირის – ნიჭიერი და პატიოსანი რუსი ინტელიგენტის, ექიმისა და პოეტის იური ჟივაგოს ცხოვრების აღწერის ფონზე დახატულია ის მძაფრი ქარტეხილები, რომელთაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულში შეძრეს რუსული სინამდვილე. პასტერნაკი ზედმიწევნით, უშუალოდ და დამაჯერებლად გადმოსცემს რევოლუციისა და სამოქალაქო ნგრევის ყოვლისმომცველი ტალღების მიერ ბუდედანგრეული, სასოწარკვეთილი და განწირული ადამიანების განცდებს.

 

Image result for ოსტატი და მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

ოსტატი და მარგარიტა (რუს. Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია – მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე – რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმული არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.

რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა). იგი დაიბეჭდა 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით. საბჭოთა ინტელიგენციაში იგი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.

 

დანიელ დეფო – რობინზონ კრუზო

გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.
თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.

 

Image result for ნაბუკოვი ლოლიტა

ვლადიმერ ნაბოკოვი – ლოლიტა

ვლადიმერ ნაბოკოვი (1899-1977) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სკანდალური მწერალი – რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1919 წელს მწერლის არისტოკრატული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა; ინგლისსა და გერმანიაში ახალგაზრდა ნაბოკოვი პოეტ-ნოველისტად გაიცნეს. მეორე მსოფლიო ომამდე მწერალი პარიზშიც ცხოვრობდა, იქიდან კი გერმანულ ჯარებს გაექცა აშშ-ში, სადაც დაიწყო მისი, როგორც პროზაიკოსის აღმასვლა. გარდა მწერლობისა, ნაბოკოვი ლეპიდოპტერიისა და ჭადრაკის საფუძვლიანი მცოდნეც იყო. ვლადიმერ ნაბოკოვის პირველი ნაწარმოებები რუსულენოვანი იყო, თუმცა მსოფლიო აღიარება მას ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა. მათ შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია “ლოლიტას”, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. “ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება” – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი “ჭკუამხიარული” ამერიკის შეჯახებაა დახატული. სიტყვა “ხატვა”, ამ შემთხვევაში, სწორედ რომ შესაფერისია, რადგან “ლოლიტა” სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით. მკითხველს საშუალება აქვს, “ლოლიტას” რუსული, ავტორისეული ვერსიიდან შესრულებულ თარგმანს გაეცნოს.

 

Image result for ცხოველების ფერმა

ჯორჯ ორუელი – ცხოველების ფერმა

“ანიმალიზმის” შვიდი მცნება: 1. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია. 2. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია. 3. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს. 4. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში. 5. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს. 6. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს. 7. ყველა ცხოველი თანასწორია. მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი წიგნი, ტოტალიტარული რეჟიმისა და ტირანიის ამსახველი საოცარი ლიტერატურული სამყარო, სადაც არ არსებობს ინდივიდი, თავისუფლება, სიყვარული, სადაც 2 + 2 = 5-ს, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა -თავისუფლება და უმეცრება – ძალა; სადაც ცხოველები ადამიანდებიან და ადამიანები ცხოველდებიან.

კომენტარები

კომენტარი