ვიზუალური ხელოვნება

17-20 მაისს გაიმართება გამოფენა OXYGEN, რომელიც მიზნად ქართული შემოქმედების პროპაგანდას ისახავს

17-20 მაისს “სტამბა ჰოტელში” გაიმართება გამოფენა OXYGEN, რომელიც მიზნად ისახავს ქართული შემოქმედებისა და შემოქმედებითი ძალის პროპაგანდას.

გამოფენის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე და პროექტიც სწორედ ამ თემას მიეძღვნება.

“სტამბის სართულებზე, რომლებიც 4 დღით სხვადასხვა გამოცდილების მქონე არტისტებს დაეთმობათ, ვნახავთ 33 სოლო გამოფენას და 2 შემოქმედებითი სკოლის ჯგუფურ ექსპოზიციას. ქუჩის პრინციპით დანომრილი ოთახების და ვიზუალური შინაარსების მონაცვლეობა შექმნის სიხშირეს, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ხელოვნების პოსტ-მედიუმ ხანას” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.


მონაწილეები:

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი / გიორგი ალხაზიშვილი / შოთიკო აფციაური / ლია ბაგრატიონი / თამარ ბერიანიძე / იური ბერიშვილი / თეა გვეტაძე კოლაბორაცია გვანცა სანიკიძესთან / დავით გიორგაძე / სალომე დუმბაძე / ანდრო ერაძე / კოკა ვაშაკიძე / ნიკოლოზ კაპანაძე / ქეთი კაპანაძე / ლადო ლომიტაშვილი / გიორგი მაღრაძე / მაქსიმე მაჩაიძე / სალომე მაჩაიძე / ნინო საკანდელიძე / ნინო სეხნიაშვილი / გიო სუმბაძე / ანა ტაბატაძე / გიგი შუკაკიძე / ანა ჩადუნელი / თამარ ჩადუნელი / სალომე ჩიგილაშვილი / ნანუკა ჩიჩუა & უეიდ აივი კოლაბორაცია ბიბი ასათიანთან / ჩუბიკა / ლიზა ცინდელიანი / თემო ჯავახი / სალომე ჯოხაძე / კოლექტივი inChina / CCA-T / VAADS

გამოფენა დამთვარიებლებისთვის ღიაა:

17 მაისი – 13:00 – 23:00
18-20 მაისი – 13:00 – 22:00

კომენტარები

კომენტარი