კინო

ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ევროპული კინოს დაჯილდოებაზე წარადგინეს

ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგინეს. ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის ახალი კინონამუშევარი წლის ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ევროპული კინოს 30-ე დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 9 დეკემბერს გაიმართება.

ნანა ექვთიმიშვილის ფილმში მოქმედება თანამედროვე საქართველოში ვითარდება და ერთი ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს . „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მთავარი გმირი, 52 წლის მანანაა, რომელიც ერთ დღეს მრავალრიცხოვანი ოჯახის მიტოვებას გადაწყვეტს. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

ქართულმა ფილმმა ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო –  “ტრანსილვანიის თასი” მიიღო.

კომენტარები

კომენტარი