ვიზუალური ხელოვნება

რა დახატა მხატვარმა მეგობრის თხოვნით?

კალიფორნიელ თანამედროვე მხატვარსა და დიზაინერს, ალი საბეტს, თავისმა მეგობარმა სთხოვა მისი სტუდიის ერთ-ერთი კედლის მოხატვა.

იმის გამო, რომ ალის უყვარს ფრესკების ხატვა და თან მეგობრის ერთადერთი თხოვნა იყო, რომ ნამუშევარი გრაფიტის სტილში ყოფილიყო, მან გაიფიქრა: “რატომაც არა?!” და დაიწყო მუშაობა.

ალიმ აიღო საჭირო ფუნჯები, საღებავები, სხვა საჭირო ნივთები და როგორც თვითონ ამბობს, დროის მოკლე პერიოდში მთლიანი კედელი დაფარა ნახატით.

“არტნიუსი” გთავაზობთ კედლის მოხატვის პროცესის ვიდეოსა და რამდენიმე სურათს. ალი საბეტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი.

 

კომენტარები

კომენტარი