კინო

მსახიობი მარგო კიდერი გარდაიცვალა

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც მსახიობი მარგო კიდერი, რომელმაც სახელი ფილმში “სუპერმენი” თამაშით გაითქვა, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარგოს ლივინგსტონში დაკრძალავენ, სადაც ის ცხოვრობდა, ხოლო სამგლოვიარო ცერემონია მის სახლში გაიმართება.

კანადაში დაბადებულ მარგოს, ამერიკაში მხოლოდ სუპერმენის გამო არ იცნობდნენ. იგი აქტიურად იყო დაკავებული ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობით. მან ამერიკის მოქალაქეობა 2005 წელს მიიღო.

მარგო კიდერის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი