კინო

10 ფილმი, სადაც საოცარი რეივი გვხვდება

დღესდღეობით კლუბური ცხოვრება უფრო და უფრო პოპულარული ხდება ცხოვრებაში, რაზეც საქართველოში განვითარებული უახლესი მოვლენებიც მეტყველებს.

ამ თემასთან დაკავშირებით “არტნიუსი” გთავაზობთ 10 ფილმს რეივის შესახებ.

10. შაბათ საღამოს ციებ-ცხელება (Saturday Night Fever)

Image result for SATURDAY NIGHT FEVER

ახალგაზრდა ბიჭი საღებავების მაღაზიაში მუშაობს, მთელი კვირის განმავლობაში დილიდან საღამომდე. შაბათობით კი, როგორც ყოველთვის, საყვარელ დისკოთეკაზე მიდის და ცეკვავს გონების დაკარგვამდე. ის საცეკვაო მოედნის მეფეა.

9. მუდმივად გართობის მოყვარულები (24 Hour Party People)
Image result for 24 HOUR PARTY PEOPLE movie

1976 წელი, მანჩესტერი:კემბრიჯის კურსდამთავრებული ტონი უილსონი, სატელევიზიო წარმდგენი და “SEX PISTOLS”-ის პროპაგანდისტია. მუსიკის ისტორიაში მომხდარი ამ გარდამტეხი ამბით შთაგონებული, ის და მისი მეგობრები დააარსებენ ხმისჩამწერ სტუდიას, სადაც პირველად ჩაწერება JOY DIVISION, შემდეგში NEW ORDER-ად წოდებულის და THE HAPPY MONDAYS-ის სინგლები, რომლებიც იმ დროის თვალსაჩინო ხელოვანები გახდებიან.

8. ბერლინი გვიხმობს (Berlin Calling)

Image result for BERLIN CALLING

პოპულარული გერმანელი კლუბური მუსიკოსი – დიჯეი იკარუსი, ახალი ალბომის გამოსვლას და მისი მხარდასაჭერი ტურნეს გამართვას მოუთმენლად ელის. ის ჯერ არც კი ფიქრობს იმაზე, რომ მისი სიხარული შეიძლება მეგობარი გოგონას ღალატმა გაანელოს.

7. ირვინ უელშის ექსტაზი (Irvine Welsh’s Ecstasy)
Image result for IRVINE WELSH'S ECSTASY movie

სამი საშიში და ამავე დროს მომხიბვლელი ისტორია სიყვარულზე და არა მხოლოდ მასზე. “ლორეინი მიემგზავრება ლივინგსტონში”. შურისძიების სურვილით დაბრმავებული ცნობილი რომანისტი ქალი უსწორდება ქმარს. ” და მუდამ იმალება ბედი”. ლამაზმანი სამანტა თავის ჰულიგან შეყვარებულთან ერთად აპირებს სამაგიერო გადაუხადოს ექიმს, რომელიც დამნაშავეა მის თანდაყოლილ სიმახინჯეში. “დაუმარცხებელნი”. ქორწინებაში დაუკმაყოფილებელი ჰედერი პოულობს ნამდვილ სიყვარულს. ირვინ უელშის ნოველის ეკრანიზაცია.

6. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ (We Are Your Friends)
Image result for WE ARE YOUR FRIENDS

23 წლის DJ კოული ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერობაზე ოცნებობს. შედარებით უფროსი DJ ჯეიმსი, მის პროფესიულ აღზდას დაიწყებს, თუმცა კოული ჯეიმსის მეგობარ გოგოს – სოფის დაუახლოვდება. საბოლოოდ კი ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

5. საშინელებათა ხილვები (Go)
Image result for Go movie

სამი სხვადასხვა კუთხით დანახული ერთი ისტორია კალიფორნიელების შესახებ, რომლებიც ფულის შოვნას გეგმავენ და ამისათვის ნარკოტიკებს მოიხმარენ და ყიდიან, ლას-ვეგასში ფულზე და სექსზე თამაშობენ და გიჟური ცხოვრების გამოცდილებას იღებენ.

4. ყველაფერი პიტ ტონგის ბრალია (It’s All Gone Pete Tong)
Image result for It's All Gone Pete Tong

“ყველაფერი პიტ ტონგის ბრალია” – ფილმი არის ლეგენდარული ფრენკი უაილდის ტრაგიკული ცხოვრების ამსახველი კომედია. ეს ამბავი მოგვითხრობს ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი დიჯეის, ფრენკის ცხოვრებაზე, მის შემდგომ ბრძოლებზე სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით, რამაც, საბოლოოდ დიჯეის იდუმალი გაუჩინარება გამოიწვია სცენიდან.

3. არსად (Nowhere)
Image result for Nowhere movie

არსად – არის ტრილოგიის მესამე ფილმი, ის ჰყვება საშუალო სკოლის ბავშვების ცხოვრების ერთ დღეზე ლოს-ანჯელესში.

2. გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი (Run Lola Run)
Image result for Run Lola Run

ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რომ ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას გაქურდავს.

1. გართობისმოყვარული გოგო (Party Girl)

Image result for Party Girl movie

60 წლის ბარის მფლობელი გადაწყვეტს, შეიცვალოს ცხოვრების წესი და გათხოვდეს.

კომენტარები

კომენტარი