საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

4GB-ის ადმინისტრაცია ახალ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან გარდაცვალების არაერთი შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, გავრცელებულია დაბინძურებული ნარკოტიკული სუბსტანციები, ფატალური შედეგების რისკი გაზრდილია.

ამიტომაც, 4GB-ის თხოვნაა მოერიდოთ თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ყველა სუბსტანციას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 4GB გუნდი აცნობიერებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და სხვადასხვა ხერხით მაქსიმალურად ეცდებიან ფესტივალის მონაწილეები დაიცვან საფრთხეებისგან.

“წელს, ფესტივალზე, 4GB-ის გუნდი, ზიანის შემცირების სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაცია, პროექტით “მანდალა” და კომპანია ევექსი • EVEX განვახორციელებთ პროექტს “რეივერებზე ზრუნვა”, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
1. ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური კარავი, სადაც შეგეძლებათ მიიღოთ საინფორმაციო ბროშურები, კვალიფიციური ადამიანების რჩევები.
2. ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. სხვა სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იქნება ევექსის სასწრაფო დახმარების, სრულად ეკიპირებული ეკიპაჟი.
3. ფესტივალის ტერიტორიაზე მუდმივად ივლიან “რეივერებზე ზრუნვა” ნიშნიანი და პროექტ “მანდალას” ფარგლებში სპეციალურად დატრეინინგებული ახალგაზრდები, რათა საფრთხის შემთხვევაში დროულად მოვახდინოთ საჭირო რეაგირება.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ვიზრუნოთ თქვენზე, თუმცა პირველ რიგში გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა იზრუნოთ და გაუფრთხილდეთ თქვენს თავს, თქვენს მეგობრებს და თითოეულ ადამიანს ფესტივალზე.
თუ თქვენს გარშემო შეამჩნევთ ზედოზირების ნიშნებს დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, მიმართეთ “რეივერბზე ზრუნვა” ნიშნიან ადამიანებს ან მოგვმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ კარავში” – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, 4GB არ გადაიდება.

კომენტარები

კომენტარი