ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

აღნიშნული ცვლილება მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი