ლიტერატურა

გამომცემლობა “ინტელექტი” დავით წერედიანის წიგნს “თემა და ვარიაცები” გამოსცემს

გამომცემლობა “ინტელექტი” დავით წერედიანის წიგნს “თემა და ვარიაცები” გამოსცემს.

დავით წერედიანის „თემა და ვარიაციები“ წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურული პრობლემის სიღრმისეული გააზრებით.
ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპების მსხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი.

წიგნის რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, დამკაბადონებელი, ლიკა სხირტლაძე, გარეკანის დიზაინერი კი თეონა ჭანიშვილია.

კომენტარები

კომენტარი