არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

ფლორენციასა და ბარიში ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნა

იტალიაში, კერძოდ კი, ფლორენციასა და ბარიში მცირე ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნა.

მოგეხსენებათ, ამ ქალაქებში განსაკუთრებით დიდია ემიგრანტი ქართველების რაოდენობა.

ამასთან დაკავშირებით “არტნიუსს” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განუცხადა: “ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეკვილიბრიუმის ერთობლივი პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას უკავშირდება. ამ ეტაპზე ფლორენციისა და ბარის სათვისტომოებისთვის მცირე ბიბლიოთეკების მოწყობა #ინექსფონი #ინტელექსპრესი #ინექსგრუპი #გიუაანი მხარდაჭერით განვახორციელეთ. “

კომენტარები

კომენტარი