კულტურა

რომელ ქვეყნებშია ნარკოპოლიტიკა ყველაზე მკაცრი?

ნარკობიზნესი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია, თუმცა – სახიფათოც. უამრავ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ძალიან მკაცრია.

მაგალითად, სინგაპურში ნარკოტიკების კონტრაბანდა ჩამოხრჩობით ისჯება. 1991 წლის შემდეგ აქ 400-ზე მეტ ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილი. ეს კიდევ არაფერია ირანის სტატისტიკასთან შედარებით. ირანში, ყოველწლიურად, ნარკოდანაშაულის გამო ასობით ადამიანს უსჯიან სიკვდილს.

საუდის არაბეთში, სადაც ნარკოტიკებთან ერთად ალკოჰოლის მოხმარებაც აკრძალულია, ნარკოტიკების გადატანა სიკვდილით საჯაროდ ისჯება.

ეს პრაქტიკა არსებობს ჩინეთშიც, მიუხედავად იმისა, რომ აქ სასჯელის უმაღლესი ზომა ძალაიან იშვიათად გამოიყენება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც იყენებენ სასჯელის უმაღლეს ზომას. ნარკოდანაშულისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი ამ ქვეყანაში 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიეტნამში ნარკოტიკების გადატანისთვის სასიკვდილო სასჯელი არ არსებობს, თუმცა ამ მუხლით გასამართლებულ ადამიანებს აგზავნიან სპეციალურ ციხეში, სადაც მათი უმეტესობა შიმშილით კვდება.

იმ ქვეყნების სრული სია, სადაც ნარკოდანაშაულის გამო სიკვდილის დასჯის პრაქტიკა არსებობს, არის: ავღანეთი, ბანგლადეში, ბრუნეი, ჩინეთი, კუბა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლაოსი, მალაიზია, მაროკო, ჩრდილოეთ კორეა, ომანი, ყატარი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სომალი, შრი-ლანკა, სირია, სუდანი, ტაივანი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ, ვიეტნამი და ზიმბამბვე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკა კვლავ რჩება ერთდერთ დასავლურ ქვეყანად, სადაც სიკვდილის დასჯა ჯერ კიდევ დაშვებულია.

წყარო: agora.ge

კომენტარები

კომენტარი