კულტურა

როდის იცვლება ჩვენი პიროვნული შეხედულებები? (კვლევა)

დააკვირდით, თქვენი ახალგაზრდობის ურათს, ოღონდ ყურადღება არ გაამახვილოთ შეცდომით არჩეულ ტანისამოსზე. მიხვდებით, რომ თქვენ ვიღაცას ბაძავდით, ვისაც, დაახლოებით, ისეთი პირადი შეხედულებები ჰქონდა, როგორიც თქვენ ახლა გაქვთ, მაგრამ მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, თქვენ ისევ ის ახალგაზრდა ადამიანი ხართ და საერთოდ, რას ნიშნავს ინდივიდუალურობის ცნება? – ეს არის სუბიექტში მიმდინარე ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური დისკუსია.

ყველა დროის ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც ფსიქოლოგიასა და ასაკის განსაზღვრაში გამოქვეყნდა და ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა იცვლება, არამედ ჩვენი პირადი შეხედულებებიც ყალიბდება.

კვლევა სათავეს 1950 წლიდან იღებს, როდესაც შოტლანდიაში 1,208 14 წლის ბავშვზე ჩატარდა. მასწავლებლებს დაევალათ, რომ ბავშვებისთვის მიეცათ ექვსი ტიპის კითხვარი, რის მიხედვითაც, ისინი ექვსი ტიპის პირად შეხედულებებში შეფასდებოდნენ. ესენია: ხასიათის სტაბილურობა, კეთილსინდისიერება, ორიგინალურობა, სწავლის სურვილის სიძლიერე, თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა. ამ ექვსი კითხვარის პასუხები, ერთად გაერთიანებული იყო ერთ მახასიათებელში, რომელსაც ერქვა “საიმედოობა”. დაახლოებით 60 წლის შემდეგ, მკვლევრებმა ამ კვლევის ბოლო ეტაპზე მონაწილეობის მიღება იმ 635 პიროვნებას შესთავაზეს, რომლებმაც 1950 წელს უკვე შეავსეს ამ ტიპის კითხვარი. ხელახალ მონაწილეობაზე 174 მათგანი დათანხმდა.

ამჯერად, 77 წლის მონაწილეებმა საკუთარი ინდივიდუალურობა ექვს სხვადასხვა ასპექტში გამოავლინეს, რის შემდეგაც მოიწვიეს თავიანთი ყველაზე ახლო მეგობრები ან ნათესავები იმავეს გასაკეთებლად. საბოლოო ჯამში, დიდი განსხვავება არ იყო ამ ტესტის პასუხებსა და 1950 წლის წინ დაწერილი ტესტის პასუხებს შორის.

ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი ექვსივე ტესტის პასუხები თითქმის ერთნაირი იყო. მან, ასევე, განაცხადა, რომ ისინი ზედმიწევნით ეძებდნენ და ელოდებოდნენ მნიშვნელოვან განსხვავებებს, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ დაფიქსირდა.

მკვლევრებისთვის შედეგები მოლოდინებისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგანაც ადრინდელი, გაცილებით პატარა კვლევები სულ სხვა რეეზულტატს დებდა. კვლევამ, რომელმაც ექვს ათწლეულს გასტანა, აჩვენა, რომ ბავშვობიდან მოხუცებულობამდე ადამიანს სტაბილური პიროვნული შეხედულებები და თვისებები აქვს. “ჩვენი შედეგი გვაჩვენებს, რომ როდესაც ინტერვალი მნიშვნელოვნად იზრდება, თითქმის ბოლომდე ქრება კავშირი.” –განაცხადეს მკვლევრებმა.

ალბათ, ისინი, რომელთაც ახალგაზრდობაში იმპულსური ხასიათი ჰქონდათ, ბედნიერები იქნებიან თუ ეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი მოგვიანებით შეიცვლება, მაგრამ დამაბნეველია იმაზე ფიქრი, რომ თქვენი მთლიანი პირადი შეხედულებები და თვისებები გარდაიქმნება.

იმედია, როდესაც დიდი ხნის შემდეგ სკოლის ძველ მეგობარს შეხვდებით, არ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ იგი სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდება შინაგანად. ის არ იქნება ადამიანი, რომელიც თქვენ გახსოვთ ბავშვობაში.

ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ათწლეულების გასვლასთან ერთად თქვენი ახალგაზრდა “მე” შესაძლოა ანალოგიურად ძნელად საცნობი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი