კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

TAF – ქართული თუ რუსული პროექტი?

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) 2018 წლის 17–20 მაისს გაიმართება.

მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები. ასევე, ინოვაციური სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები და კურატორები მიიღებენ მონაწილეობას.

TAF-ის ფარგლებში, გაიმართება რამდენიმე გამოფენა, პერფორმანსი და სხვა კულტურული თუ შემეცნებითი ღონისძიება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან გალერეები და ხელოვნების ინსტიტუტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენის გეოგრაფიული ფოკუსი, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, რაც დამთვალიერებელს ახალი, განსხვავებული თანამედროვე ხელოვნების აღმოჩენის საშუალებას მისცემს.

ერთი შეხედვით, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ქართული კულტურის განვითარებასა და გამოკვებას ემსახურება, მაგრამ საზოგადოების აღშფოთება ერთმა ნიუანსმა გამოიწვია.

მათ კონკურსის პრიზად რუსეთის მომაში გამოფენა დაასახელეს.

მოგვიანებით, თბილისის ხელოვნების ბაზრობის საორგანიზაციო ჯგუფის ოფიციალური განცხადება დაიდო. განცხადებაში საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს იხდის მოსკოვის მომას პრიზის არსებობის გამო ვებგვერდზე.

“სამწუხაროდ, იმის გარდა, რომ პრიზის შეთავაზება შეურაცხმყოფელია როგორც მონაწილეებისთვის, ისე თანაორგანიზატორებისთვის, პრიზმა გამოიწვია ხელოვნების ბაზრობის მიმართ უნდობლობა. მას ბრალდება რომ ის “რუსული ფულით” არის დაფინანსებული და რუსული პოლიტიკური შეხედულებების გამტარია. თბილისის ხელოვნების ბაზრობის განცხადებაში ჩამოთვლილია დამფინანსებელთა სია, სადაც არც ერთი რუსული კომპანია არ ფიგურირებს.” – განაცხადა ელენე აბაშიძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ა.შ.

საზოგადოება ბოდიშით მაინც არ დაკმაყოფილდა, რაზეც თვითონ ფესტივალის ფეისბუქ გვერდიდან დააკომენტარეს,  რომ ეს იყო შეცდომა ორგანიზაციის იმიტომ, რომ მათ გარეშე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღებაც და საიტზე დადებაც.

მათი თქმით, შეურაცხყოფილია მთელი ორგანიზაცია და არა მარტო მონაწილეები.

“ამ შეურაცხყოფას ბოდიში, ალბათ, ვერ გამოასწორებს, მაგრამ ვერც გამოფენის ჩაშლა. გამოფენა, უფრო დიდი მასშტაბით რომ შევხედოთ, სხვა მიზანს ემსახურება, რაც თქვენ კარგად გაქვთ გააზრებული.” – აღნიშნულია კომენტარში.

როგორც ცნობილია, ორგანიზატორთაგან ერთის გარდა, ამ პოზიციას არავინ იზიარებს. ეს ერთი ადამიანი კი არის არტ დირექტორი.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, TAF-მა “არტნიუსს” განუცხადა, რომ მათ პრიზები და ჯილდოები არ აქვთ. უბრალოდ რამდენიმე ინსტიტუციამ გამოთქვა სურვილი, თავისი ფავორიტი დააჯილდოვოს და წაახალისოს. კერძოდ, იტალიური FARM CULTURAL PARK შესთავაზებს მონაწილე მხატვარს 15-დღიან რეზიდენციას იტალიაში, და ლონდონური Tsukanov family Foundation ფულად ჯილდოს დააწესებს.

კომენტარები

კომენტარი