ვიზუალური ხელოვნება

რატომ ხატავს მხატვარი ლტოლვილების პორტრეტებს?

26 წლის ახალგაზრდა მხატვარმა, სურია დიესმა 3 წელი ლტოლვილი პორტრეტების ხატვაში გაატარა.

მან ამ თემასთან დაკავშირებით 30 პორტრეტი დახატა, სადაც კარგადაა ნაჩვენები, თუ რისი გადატანა უწევთ მათ.

სურიას თქმით, ის პრობლემები, რომლებიც ლტოლვილებს ეხებათ, ჩვენგან იმდენად შორს არის, რომ ხშირად არარეალურადაც კი გვეჩვენება, სწორედ ეს იყო მისი პროექტის დაწყების მიზეზი, რომ ხალხს გულთან უფრო ახლოს მიეტანა მათი პრობლემები.

ეს არის ემოციურად მძიმე პრობლემები, რომელსაც ერთი სიტყვით, “ლტოლვილები”, მოიხსენიებენ ხოლმე.

მხატვარი ამბობს, რომ იგი იძულებული იყო ეს პროექტი დაეწყო.

“ყველა იმსახურებს, რომ სულ მცირე, იმედი მაინც ჰქონდეს თავისუფლების” – განაცხადა სურია დესმა.

“არტნიუსი” გთავაზობთ სურიას მიერ შესრულებულ რამდენიმე პორტრეტს.

სირიის ლტოლვილი ბავშვები

ელემენტარული საჭიროებები ავღანეთში

დაუსრულებელი ლოდინი

რთული მოგზაურობა

მიანმარი

 

კომენტარები

კომენტარი