ლიტერატურა

დღეს, 18:00 საათზე თბილისის რიგით მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

დღეს, 14 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალი 19 მაისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 21 ქვეყნის 25 ავტორი, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვლენ საქართველოში.

პროგრამა მოიცავს პოეზიის საღმოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.

14 მაისი პროგრამა ასეთია:

18:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა  (მწერალთა სახლის სააქტო დარბაზი)

18:30 იტალიელი პოეტების საღამო: მილო დე ანჯელისი, ფრანჩესკო იანონე, დომენიკო ბრანკალე.  წარადგენენ გიორგი ლობჟანიძე, ნიკა ჯორჯანელი და შოთა იათაშვილი. ენა: იტალიური-ქართული. (მწერალთა სახლის სააქტო დარბაზი)

20:00 შეხვედრა არნე სვინგენთან (ნორვეგია). მოდერატორი ლუკა გრიგოლია. ენა: ინგლისური-ქართული. (მწერალთა სახლის სააქტო დარბაზი)

21:00 პოეზიის ღამე. ჯაზი & ღვინო: ყველა მოწვეული პოეტის გამოსვლა. / ქართული პოეტური გაერთიანებების რეტროსპექტივა: „რეაქტიული კლუბი“  (მწერალთა სახლის ეზო)

კომენტარები

კომენტარი