კულტურა

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.  

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების როლზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში.

ჩვენ უნდა გვქონდე უფრო მიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა უფრო მეტი ინფორმაციამივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ის მიმართულება, საითკენაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენი ხალხი არის ევროპული მსოფლმხედველობის. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი შედეგი. თუნდაც ის, რომ დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, ქართული პასპორტით იმოგზაუროს ევროპულ ქვეყნებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ის, საითაც მივდივართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვაქვს საამაო მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები, ჩვენი ისტორია, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რეფორმების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო დაიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობადა დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელზეცვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონფერენცი სახელწოდებით „ევროპასაქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისორგანიზებით, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.ღონისძიება, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებ და მათი მოადგილეებიესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი