კულტურა

ბექა წიქარიშვილი: “გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო”

ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს ის ჯგუფი, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია სამომავლოდ მათთან თანამშრომლობისთვის. წიქარიშვილის თქმით, გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსთაველზე დაპირისპირება მომხდარიყო, რასაც ის არ დაუშვებდა.

გუშინ, შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. როგორც ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია.

თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

კომენტარები

კომენტარი