ვიდეოები

სასწრაფოდ: ბერა ივანიშვილმა კლიპი გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგალიზება ჰქვია (ვიდეო)

ამ წუთებში ბერა ივანიშვილმა კლიპი გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგალიზება ჰქვია.

კლიპი შეიცავს ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და მწერლის, ნილ დეგრას ტაისონის ციტატას: “მე ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ მას, იცი, რომ სამართლებრივ საკითხებში არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ მარიხუანა იყოს არალეგალური, რადგან ალკოჰოლია ლეგალური. ის კლავს უფრო მეტს, ვიდრე მოწევა “- ნილ დეგრესას ტაისონი

მასში, აგრეთვე, მომღერალი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ლეგალიზაციითაა გადასაწყვეტი.

შეიძლება ითქვას, რომ ბერა ივანიშვილმა ამ სიმღერით 12 მაისს განვითარებულ მოვლენენებზე  კომენტარი გააკეთა

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს სპეციალური დანიშნულების რაზმები კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” შეიჭრნენ, რომელსაც საზოგადოებაში დიდ რეზონანსი მოჰყვა.

გუშინ, 3 საათზე აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” გაიმართა, რომელმაც პერმანენტული ხასიათი მიიღო და დღეს, 13 მაისს, ის განახლდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი