კულტურა

საქართველოში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს ყურადღებას უფრო და უფრო მეტად იქცევს

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.

გუშინ “არტნიუსმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იმ უცხოურ ვებგვერდებზე იყო, რომლებიც ბოლო პერიოდის ცხელ მოვლენებს ეხებოდა.

ამჯერად, ეს ინფორმაცია BBC News-ის ტელეეთერშიც კი მოხვდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი სიტუაცია. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ თბილისის ყველაზე პოპულარული კლუბებიდან, კაფე გალერიდან და ბასიანიდან, პოლიციამ ხალხი ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რის შემდეგაც დაიწყო პროტესტი, რომელიც შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ცეკვაში გადაიზარდა.

ასევე, ნათქვამია პროტესტანტების ლოზუნგიც, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძვით (We Dance Together, We Fight Together). გარდა ამისა, ნაჩვენები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც.

BBC News-ის ეს რეპორტაჟი კლუბ ბასიანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იდო.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ გამოპარვიათ, ასევე, ისეთ ვებგვერდებს, როგორიცაა Rferl.org, სადაც გამოქვეყნდა სტატია, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე პროცესებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უცხოური მედია საშუალებები ზედმიწევნად სრულად და ობიექტურად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი