კულტურა

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე დაპირისპირებაა მოსალოდნელი

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ფეისბუქ გვერდზე ავრცელებენ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აქციის მიმართულებით “ქართული მარში” დაიძრა, მოსალოდნელია დაპირისპირება. ორგანიზატორები მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებენ.

“როგორც გვატყობინებენ, ქართული მარში უახლოვდება ჩვენი შეკრების ადგილს.

მივმართავთ საზოგადოებას:
ვიმყოფებით კრიტიკულ გზაგამყოფზე. რეგრესული ძალები ცდილობენ შეაფერხონ რევოლუცია, რომელიც საქართველოს თავისუფალ ქვეყნად აქცევს. გამოდით, შემოგვიერთდით.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღოს და არ მისცეს დაპირისპირებულ მხარეს პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მიახლოვების და ფიზიკური შეხლის შესაძლებლობა.

დაიცავით ჩვენი თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტი!

#თავისუფლებისთვიუს”

კომენტარები

კომენტარი