კულტურა

უცხოური გამოცემები და პლატფორმები ბასიანის შესახებ: დაზარალდება თუ არა თბილისის ღამის ეკონომიკა?

კლუბი “ბასიანის” პრესტიჟიდან და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობიდან გამომდინარე, 11 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენები საქართველოს ფარგლებს გასცდა. ამ ფაქტებით არა მარტო ქართველი ახალგაზრდობა, არამედ მთელი მსოფლიო შეწუხდა. უამრავი უცხოური გამოცემა თუ პლატფორმა წერს საქართველოზე, კერძოდ, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიზე.”

წინამდებარე სტატიამ შესაძლებელია გასცდეს პასუხი კითხვაზე: “დაზარლდება თუ არა ღამის ეკონომიკა თბილისში?”

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდნეიმე მათგანს:

Electronicbeats.net-მა გამოაქვეყნა  სტატია, რომლის თანახმადაც, როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პროცესები დასაწყისში ერთი დიდი ჭორი ეგონათ. შესავალშივე იკითხება, რომ საქართველოში გავრცელებული “ჭორები”, სამწუხაროდ, სიმართლე აღმოჩნდა.

Electronicbeats.net არ არის ერთადერთი უცხოური ვებგვერდი, რომელიც ამ მოვლენებს აშუქებს, პლატფორმა Residentadvisor.net-მაც გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც მოვლენები დეტალურად არის აღწერილი, ხოლო ბოლოში კი ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის სიუჟეტის ერთ-ერთი ნაწყვეტია მიმაგრებული.

აგრეთვე, ვებგვერდმა Onlytechno.com-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ბასიანზე პოლიციის მიერ რეიდი ჩატარდა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბასიანზე Ben Klock’s–ის Photon–ი  მოისმინა, ყველა დაინტერესმა ამ კლუბის ენიგმატურობით.

“არაოფიციალურად, პრობლემა არის შედეგი მკაცრი ნარკოპოლიტიკისა, რომელიც სასჭრაოდ საჭიროებს შეცვლას. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებას” – წერს Onlytechno.

რაც შეეხება Mixmag.net-ს, მათ სტატია ყველაზე რადიკალური სათაურით გამოაქვეყნეს: “კლუბ ბასიანს დახურვა ემუქრება“.

“საქართველოს მკაცრი ნარკოპოლიტიკით იმართება, ბასიანი კი განმარტავს, რომ “ყველაზე ცნობილი ნარკოტიკული ნივთიერებების მილიგრამის მფლობელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობით”.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, საკუთარ სახლებში უცნობი მომწამლავი ნივთიერებით ხუთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარდაცვალება არ მომხდარა ბასიანზე, კლუბის განცხადებით, მემარჯვენე ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს სიკვდილი კლუბის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიად წარმართონ.”  წერია სტატიაში.

კლუბებში ძალოვანი სტრუქტურების შეჭრაზე კომენტარი საერთაშორისო მუსიკალურმა სამაუწყებლო პლატფორმამაც, Boiler Room–მაც გააკეთა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას და ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ სამარცხვინო ქმედებას – იმ იდეებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც მილიონობით მუსიკის მსმენელს აერთიანებს”.

უცხოურ მედიაში ყველაზე პოპულარული შემდეგი ფოტო გახდა:

მაგრამ, ასევე, გავრცელდა სხვა სურათებიც.

კომენტარები

კომენტარი