კულტურა ლიტერატურა

ჯონ სტიუარტ მილი – “თავისუფლების შესახებ”

“ერთადერთი მიზანი, რის მისაღწევადაც გამართლებულია საზოგადოების ინდივიდუალური თუ კოლექტიური ჩარევა მისი ნებისმიერი წევრის ქმედების თავისუფლებაში, არის თავდაცვა. და ერთადერთი მიზანი, რომელიც გაამართლებდა ძალის გამოყენებას ცივილიზებული საზოგადოების რომელიმე წევრზე მისი ნების საწინააღდეგოდ, არის სხვებისთვის ვნების მიყენების აღკვეთა. საკმარისი გამართლება არ არის ფიზიკური თუ მორალური სიკეთე თავად მისთვის. სამართლიანი ვერ იქნება ადამიანი აიძულონ რაიმე გააკეთოს ან რაიმესგან თავი შეიკავოს იმიტომ, რომ ეს მისთვის იქნება უკეთესი, რომ ეს მას უფრო გააბედნიერებს, რომ სხვების შეხედულების თანახმად ასე მოქცევა ბრძნული, ან სწორი იქნება. ეს ყველაფერი კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მას ვეკამათოთ ან მასთან ერთად ვიბჭოთ, ვცადოთ მისი დარწმუნება, ვთხოვოთ მას, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვაიძულოთ ის, ან ვნება მივაყენოთ მას მაშინ, თუ სხვაგვარად მოიქცევა. რათა ასეთი რამ გამართლებული იყოს, ნაჩვენები უნდა იყოს, რომ საქციელი, რომელიც გვსურს მას გადავაფიქრებინოთ, ბოროტებას მოუტანს ვინმე სხვას. ნებისმიერი ადამიანის ქცევის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ღიაა საზოგადოების ჩარევისთვის, არის ის ნაწილი, რომელიც სხვებს ეხება. ხოლო ქცევაში, რომელიც მხოლოდ მას ეხება, მისი დამოუკიდებლობა უპირობოდ აბსოლუტურია. ინდივიდი საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის და გონების სუვერენია.”

ჯონ სტიუარტ მილი – “თავისუფლების შესახებ.”

კომენტარები

კომენტარი