კულტურა

ბექა წიქარიშვილი: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათ მოწამლეს ადამიანები” (Live)

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” და “ბასიანი” ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს.  მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ მოემზადონ პერმანენტული აქციებისთის.

ბექას თქმით, “მეფედრონის” საკითხი განზრახ იყო ჩაგდებული სახელმწიფოს მხრიდან.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათ მოწამლეს ადამინები”

პრესკონფერენცია გაჟღერდა 4 მთავარი მოთხოვნა

  1. დაუყონებლივ გადადგეს პრემინერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშილი
  2.  დაუყონებლივ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
  3. დაისაჯონ 12 მაისის უშუალო მომწყობი ადამიანები
  4. ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით სპეცრაზმი კლუბებში შეიჭრა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ნარკორეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა და განაცხადა, რომ დაკავებულია 8 ნარკომოვაჭრე, რომელთაგან ერთ–ერთი თავად კლუბ “ბასიანის” დაცვის წევრი იყო.

“არტნიუსი” გთავაზობთ პირდაპირ ეთერს პრესკონფერენციიდან:

 

კომენტარები

კომენტარი