კულტურა

დიმიტრი ცქიტიშვილი: “ვერანაირ გამართლებას და ახსნას ვერ ვპოულობ წუხელ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით”

გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ვერანაირ გამართლებას და ახსნას ვერ პოულობს წუხელ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით.

კითხვაზე – შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ღამის ეკონომიკა დასრულდა, არტნიუსთან საუბრისას, ბატონმა დიმიტრიმ შემდეგნაირად უპასუხა: “ჯერ არ გავაკეთებ კომენტარს ამაზე მეტს რაც დავწერე. მოგვიანებით”

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით თბილისში მდებარე ღამის კლუბებში, “ბასიანზე” და “კაფე გალერიში” საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

სპეცოპერაცია ორივე ღამის კლუბში ერთდროულად მიმდინარეობდა.

თავდაპირველად, პოლიციამ ადამიანებს კლუბები დაატოვებინა.

შსს–ს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი