ლიტერატურა

ინტერვიუ კაზუი იშიგუროსთან: “ამერიკას უფრო ცუდი მოგონებები აქვს მონობასთან დაკავშირებით”

კაზუი იშიგურო მსოფლიო ლიტერატურაში საკმაოდ მოთხოვნადი და ბევრისთვის საყვარელი მწერალი გახდა. იაპონიაში დაბადებული და ბრიტანეთში გაზრდილი კაზუი საკმაოდ დახვეწილ რომანებს წერს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წარსულში უჩვეულო სიტუაციებში ხვდებოდნენ ხოლმე.

– “არასოდეს გამიშვა” თქვენი მეექვსე რომანია 23 წლის განმავლობაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ ნელა წერთ. რატომ ხდება ეს ასე?

– არასდროს გამჩენია მოთხოვნილება, რომ უფრო სწრაფად მეწერა. არც იმაზე ვფიქრობ, რომ სხვა წიგნებს შევუწყო ხელი. ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ დავწერო წიგნი, რომელიც განსხვავებული იქნება.

– თქვენ უკვე წიგნების მილიონამდე ტირაჟი გაყიდეთ და ისინი 28 ენაზე ითარგმნა.

– ამ რიცხვებს არასდროს ვადევნებ თვალს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკმაოდ სერიოზული შედეგია, არა მხოლოდ უცნობი, არამედ საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მწერლების ფონზეც კი. რთულია განსაზღვრო, თუ როგორ ცხოვრობენ მწერლები, ისინი შეიძლება მილიონერები იყვნენ ან შეიძლება საჭმლის ფულიც არ ჰქონდეთ, მაგრამ ბოლო 10-15 წელიწადში ინგილსელ მწერლებს მიეცათ საშუალება, რომ მსოფლიო ლიტერატურა ემართათ.

– ახალგაზრდა გერმანელი მწერლების თქმით, გერმანიაში რეპუტაციის მოხვეჭისთვის აუცილებელია იყო წარმატებული ამერიკელი რომანისტი.

– ალბათ, უნდა გვშურდეს, რადგან გერმანელებს იმდენად კარგად შეუძლიათ გარეთ ყურება, რომ ამერიკელი მწერლებისთვისაც შეუძლიათ ყურადღების მიქცევა ან თუნდაც ბრიტანელებისთვის, მაგრამ ეს ზოგჯერ გამაღიზიანებელიცაა.

– რას ნიშნავს იყო საერთაშორისო მწერალი?

– ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: თუ მე აქ გერმანიაში ან სადმე სხვაგან, დავიწყებ ახსნას თუ რატომ ვწერ ამა თუ იმ გზავნილებს, სახლში დაბრუნებისას მე მეცოდინება, რომ ჩემი შემდეგი წიგნი აუცილებლად იქნება ნათარგმნი სხვა ენაზე.

– მაგრამ არ ხართ თქვენ საერთაშორისო მწერალი? თქვენ დაიბადეთ იაპონიაში და როდესაც 5 წლის გახდით, თქვენმა მშობლებმა საცხოვრებლად ინგლისში გადმოგიყვანეს. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც იაპონური კულტურის გავლენას განიცდით?

– რა თქმა უნდა, ინგლისი ჩემი სახლია, მაგრამ, მე ყოველთვის იაპონურად ველაპარაკები ჩემს მშობლებს. ჩვენი გეგმა ყოველთვის იაპონიაში დაბრუნება იყო. მამაჩემი მეცნიერია და იგი დროებით ბრიტანეთის მთავრობისთვის მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 45 წელი გავიდა ბრიტანეთში გადმოსვლიდან, მე ყოველთვის ვემზადებოდი იქ წასასვლელად და იქაურ საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.

– არ იყავით ერთი განდევნილი აზიელი ბიჭუნა ინგლისის გარეუბანში?

– პირიქით. მე ძალიან პოპულარული ვიყავი. ბრიტანეთში მანამდე გავიზარდე, სანამ ის მულტიკულტურული ადგილი გახდებოდა, რის გამოც იმდროინდელი ქვეყნის მიმართ ხშირად მაქვს ნოსტალგია. დღევანდელი ბრიტანეთი და ის ბრიტანეთი, სადაც მე გავიზარდე, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

– თქვენი რომანების უმეტესობა წარსული ცხოვრების ინდივიდუალურ აზროვნებასა და ფიქრზეა, არ აპირებთ რამე განსხვავებულის დაწერას, მაგალითად პოემის ან პიესის?

– მე ვწერდი სცენარს ფილმისთვის, მაგრამ ის ძალიან განსხვავდებოდა ჩემი საქმისგან, სადაც სხვადასხვა ადამიანებთან ვთანამშრომლობ. ეს, ალბათ, ჩემი სხვა ნაწილისგან მოდის და ეს ძალიან გამამხნევებელია. მაგრამ მე მახსოვრობა მხიბლავს. ამით იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიცოდეთ, თუ როდისაა კარგი რაიმეს გახსენება და როდის ცუდი.

– გერმანიაში ნაცისტური წარსულის გამო, ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს სამოციანი წლების შემდეგ.

– დიახ. გერმანია ის ადგილია, სადაც ეს ძალიან შეგნებულ დონეზე გაკეთდა. ჩემი აზრით, გერმანელებმა ეს ბევრად უფრო ზედმიწევნით და წარმატებით გააკეთეს, ვიდრე სხვა დიდმა ქვეყნებმა.

– განსაკუთრებით იაპონელებთან შედარებით.

– განსაკუთრებით იაპონელებთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკას უფრო ცუდი მოგონებები აქვს მონობასთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ ეს ჩვენს მეხსიერებაში უნდა დავმარხოთ და გავაგრძელოთ, მაგრამ ეს არ არის კარგი ფერადკანიანებისთვის და თეთრკანიანებისთვის არ არის კარგი ამ თემებზე ყურადღების გამახვილება. სხვა ადამიანები კი ამბობენ, რომ სანამ ამას არ შევეშვებით, ერი ვერ განვითარდება. იგივე შეიძლება ითქვას ყველა ქვეყანაზე, რომლებიც ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. საფრანგეთი და სკანდინავიის ქვეყნები: კარგი იდეაა, რომ ყველა ადამიანზე გავამახვილოთ ყურადღება, ვინც მათთან თანამშრომლობდა, თუ გავაგრძელოთ ცხოვრება?–  ეს კითხვა ყველა ქვეყანას აქვს.

– ნიცშემ ერთხელ თქვა “დავიწყება გაგათავისუფლებს”.

– ეს საკმაოდ ვრცელი თემაა. ვფიქრობ, რომ ჩემი წიგნების აქცენტი ქვეყნების დიდ სოციალურ ცვლილებებზე ან ინდივიდუალურ მოგონებებზეა გადატანილი, მაგრამ მე არ შემიძლია ამ ორი თემის გაერთიანება. ეს დიდი გამოწვევაა.

კომენტარები

კომენტარი