ვიზუალური ხელოვნება კინო

ინტერვიუ გიგი ქადაგიშვილთან – როგორ დადიან ჰოლივუდის მსახიობები თბილისის ქუჩებში?

10 მაისს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა დიზაინერი გიგი ქადაგიშვილის ახალი გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც მნახველმა უმალვე აიტაცა. “We all know that people and that places. Now we know them together.” (ყველამ კარგად ვიცით ეს ხალხი და ადგილები. ახლა უკვე ვიცნობთ მათ ერთად.) – ასე აღწერს ავტორი თავის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, იგი ფილმების ყველასათვის ნაცნობ გმირებს ქართულ ლოკაციებზე განათავსებს.

– რამ გადაგაწყვეტინა ასეთი პროექტის გაკეთება, ანუ რა იყო შთაგონების წყარო?

რამდენიმე თვის წინ ფილმის ყურების დროს ერთ-ერთი ლოკაცია მივამსგავსე თბილისს და მომივიდა ამ პროექტის იდეა: ყველასათვის ცნობილი ფილმების პერსონაჟები როგორ ადაპტირდებოდნენ თბილისურ გარემოში. პირველ რიგში, რადგან მქონდა შესაძლებლობა ტექნიკურად შემესრულებინა ეს საქმე, გადავწყვიტე დრო დამეთმო მისთვის. შემდეგ ეტაპზე გაჩნდა იდეები პერსონაჟებისა და ლოკაციების შესაბამისობის, მაგალითად, ჯულია რობერტსი მეძავის როლში ცირკის წინ და ა.შ.

– როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?

ზოგადად, გრაფიკულ დიზაინზე მუშაობის პროცესი ეტაპობრივად შეიძლება დაიყოს: თავიდან, რა თქმა უნდა, იდეების გენერირება, შესრულების ფორმის შერჩევა, შემდეგ უშუალოდ პროგრამაში მუშაობა, რაც შესაძლოა ვინმეს დამღლელ პროცესად მოეჩვენოს, თუმცა ჩემთვის საინტერესოა ყოველ დეტალზე მუშაობა.

– შემოსავლიანია თუ არა ეს სფერო?

შემოსავალი ამ მხრივ მხოლოდ უცხოური ფრილანსინგ საიტებიდან ჩნდება, მაგრამ, იშვიათად. ამ კუთხითაც მაქვს ნამუშევრები, რომლებიც დევს ჩემს გვერდზე.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პარალელურად, მეორე პროექტზეც ვიმუშავე, რომელსაც რამდენიმე დღეში დავდებ ჩემს გვერდზე, ეს არის მოკლე ვადაში ჩემი სამომავლო გეგმები.

ასეთი, პროექტი სამუშაოდაც და მნახველისთვისაც საინტერესოა და, რა თქმა უნდა, ამდიდრებს გამოცდილებასა და პორტფოლიოს.

Image may contain: sky, cloud and outdoor

Image may contain: 1 person, outdoor

Image may contain: 1 person, standing, sky, tree, grass and outdoor

Image may contain: 2 people, outdoor

Image may contain: 1 person, smiling, standing, night and suit

Image may contain: 1 person, plant, tree and outdoor

Image may contain: 1 person, crowd and outdoor

Image may contain: one or more people and outdoor

Image may contain: one or more people, people standing and outdoor

Image may contain: 2 people, people standing and outdoor

Image may contain: 1 person, hat

Image may contain: 2 people, people standing, sky and outdoor

 

კომენტარები

კომენტარი