ვიზუალური ხელოვნება

10 საინტერესო ფაქტი ხელოვნების შესახებ

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ხელოვნების შესახებ:

1. “ხელოვნების მიზანი ყოველდღიური ცხოვრებისგან დადებული მტვრის გადაწმენდაა ჩვენი სულებიდან” – პაბლო პიკასო.

2. 1912-1948 წლებში ოლიმპიური მედლები გადაეცემოდათ იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრებიც სპორტისგან იყო შთაგონებული.

3. ფრაზა “state-of-the-art” უახლესი ტექნოლოგიების მიმართებაში გამოიყენეს და ჩაწერეს 1955 წელს.

4. ერთადერთი ნახატი, რომელიც ვინსენტ ვან გოგმა თავის ცხოვრებაში გაყიდა, იყო “წითელი ვენახი”, რომლის მფლობელიც ბელგიელი მხატვარი, ანა ბოში გახდა.

5. 21 ყველაზე ძვირადღირებული ნახატებიდან, რომლებიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა, ოთხი ვან გოგის, ხოლო ოთხიც პიკასოს ნამუშევარია.

6. 1961 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 46 დღის მანძილზე ჰენრი მეიტისის ნამუშევარი Le Bateau უკუღმა ეკიდა.

7. 1911 წელს, როდესაც ლუვრიდან “მონა ლიზა” მოიპარეს, ცარიელმა ადგილმა უფრო მეტი მნახველის ყურადღება მიიპყრო, ვიდრე თვითონ ნახატი იპყრობდა, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა.

8. “სიტყვას “ხელოვნება” არ აქვს განმარტება” – ამბროსე ბირსი. 1906 წ.

9. ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში სიტყვას “ხელოვნება” 12 სხვადასხვა განმარტება აქვს.

10. პაბლო პიკასომ ხატვა უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე სიარული, ხოლო მისი პირველი სიტყვა იყო “ფანქარი”.

კომენტარები

კომენტარი