საშემსრულებლო ხელოვნება

Moku Moku მადრიდში, Mad Cool Festival-ზე იმღერებს

ქართული მუსიკალური ჯგუფი Moku Moku მადრიდში Mad Cool Festival-ზე იმღერებს. ამის შესახებ სულ ცოტა ხნის გახდა ცნობილი. ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

On.ge-ს ცნობით, ფესტივალი 12, 13 და 14 ივლისს ჩატარდება. Mad Cool ფესტივალი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური დღესასწაულია, რომელსაც ადამიანები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობენ. 2018 წელს ფესტივალი 12, 13 და 14 ივლისს გაიმართება.

წელს ფესტივალის ლაინაფში ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც არიან: Pearl Jam, TAME IMPALA, KASABIAN, JUSTICE, MGMT, ARCTIC MONKEYS, JACK WHITE, Massive Attack, FRANZ FERDINAND, SNOW PATROL, ALICE IN CHAINS, Depeche Mode, Queens of the Stone Age, DUA LIPA, RAG’N’BONE MAN და სხვ.

კომენტარები

კომენტარი