კულტურა

ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი სტუდენტების პროექტმა მოწონება დაიმსახურა

ვენეციის რიგით 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროექტი “გადაიაზრე მომავალი” წარადგინეს. ქართველი სტუდენტების პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვენეციაში, ქართველი სტუდენტენის მიერ ორგანიზებული გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საექსპოზიციო პროექტები წარმოდგენილია შემდეგ საგამოფენო სივრცეებში – პალაცო მორში, პალაცო ბემბოსა და ჯარდინი მარინარესაში. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის მხატვრების გვერდითაა განთავსებული.

ევროპის კულტურის ცენტრმა უკვე გამოსცა 400 გვერდიანი კატალოგი, სადაც სამხატვრო აკადემიას დაეთმო ოთხი გვერდი – ავთანდილ გახოკიძის, მარიამ ოდიშვილის და სალომე ელანიძის ნამუშევრებით. გამოიცა ორი საინფორმაცი ბუკლეტი და ღია ბარათები.

კომენტარები

კომენტარი