კინო

“რიკი და მორტი” მე–4 სეზონით დაბრუნდება

ცოტა ხნის წინ, ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციების მოყვარულებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ამერიკულმა ტელეარხმა Cartoon Network-მა ანიმაციური სერიალის “რიკი და მორტი” მეოთხე სეზონის შექმნაზე უარი თქვა, – ამის შესახებ Twitter-ზე მულტსერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა დენ ჰარმონმა განაცხადა.

თუმცა, სასიხარულოდ, გადაწყვეტილება ტყუილი აღმოჩნდა და “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონი ისევ განახლდება. 70 სერია უკვე დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს რომ წინ 70 საინტერესო, ფილოსოფიური, სასაცილო და ღრმა თავგადასავალი გველოდება.

ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი თარიღი თუ როდის დაბრუნდება რიკი და მორტი მეოთხე სეზონით.

შეგახსენებთ, რომ “რიკი და მორტი” ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალია მოზრდილთათვის. იგი Adult Swim-სთვის შეიქმნა ჯასტინ როილენდის და დენ ჰერმონის მიერ. სერიალი მოგვითხრობს ლოთი მეცნიერი რიკის და მისი შვილიშვილის, მორტის ფათერაკების შესახებ. პერსონაჟები ხან ოჯახთან ერთად ატარებენ დროს, ხან კი — განზომილებათაშორის მოგზაურობენ. ორივე მთავარ გმირს თვითონ როილენდი ახმოვანებს, თუმცა გახმოვანებაზე ასევე მუშაობენ ისეთი მსახიობები, როგორიცაა კრის პარნელი, სპენსერ გრემერი და სარა ჩოკი. სერიალის შთაგონება იყო ფილმის „უკან მომავალში“ ანიმაციური სახის პაროდია, რომელიც როილენდმა Channel 101-ის ფესტივალისთვის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი