არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

დრონით გადაღებული საბჭოთა არქიტექტურა, რომელიც მოულოდნელ გეომეტრიას ამჟღავნებს (ფოტოები)

თანამედროვეობაში არსებულმა სტერეოტიპებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართაა, მაინც ვერ გადაწონა ის ესთეტიკური მხარე, რომელიც იმ ეპოქას ახლდა. სსრკ-ის არქიტექტურული ისტორია გარკვეულწილად უფრო კომპლექსური იყო. სტალინის ნეოკლასიციზმით გამოხატული სოციალისტური რეალიზმი გადატრიალდა და გამოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ ხრუშჩოვის მოდერნიზმი.

არქიტექტურულმა ფოტოგრაფებმა დენის ეკოკოვმა და დიმიტრი ვასენენკომ ცოტა ხნის წინ გამოიყენეს დრონი ხრუშოვის ეპოქის მრავალმხრივი, მოდერნისტული სტრუქტურის პრეზენტაციისთის.

სანამ დრონებითა და სატელიტით გადაღებული ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამ გეომეტრიული ფორმების შესახებ მხოლოდ არქიტექტორებმა და მთავრობის იმ წევრებმა იცოდნენ, რომლებმაც მშენებლობის უფლება გასცეს.

მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ეს მეთოდური ფორმები ძალიან მიმზიდველი უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელეებისთის, რომელიც ხრუშჩოვის მანდატით ქალაქების ესთეტიკის განხორციელებას ემსახურებოდა.

მოსკოვში გადაღებული ფოტოები მოიცავს რამდენიმე გამოჩენილ საბჭოთა არქიტექტორს.

ლეონიდ პავლოვის ხანგრძლივი კარიერა გამოირჩეოდა სახელმწიფო სპონსორობის არქიტექტურული სტილის სრული სპექტრითა და სტალინის ქვეშ მოქცეული ისტორიულ-შემეცნებითი ნიმუშების ჩამოყალიბებით, სანამ ლეონიდი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ომის შემდგომ მოდერნისტს წარმოადგენდა.

ანალოგიურად, იური პლატონოვის ნამუშევარმა მიიღო დიდი სახელმწიფო აღიარება, რომელმაც მას საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის წოდება მოუტანა. ასევე, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედალი, სსრკ-ს სახელმწიფო პრემია და ა.შ.

“არტნიუსი” გთავაზობთ ზევიდან დანახულ საბჭოთა არქიტექტურას:

ლენინის მუზეუმი გორკში

ავტო სერვის ცენტრი ვარშავის გზატკეცილზე

გოსპლანის კომპიუტერული ცენტრი

ორლოვის პალეონტოლოგიის მუზეუმი

ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტი

რუსეთის მეცნიერების აკადემია

დრუჟბის მრავალფუნქციური არენა

საცხოვრებელი კომპლექსი სევერნოე ჩერტანოვაში

საცხოვრებელი კომპლექსი ლებედში

კომენტარები

კომენტარი